თბილისი (GBC) - საპენსიო ფონდის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ იანვარში საპენსიო ფონდის პორტფელებმა მაღალი ზრდა დააფიქსირეს, რასაც ხელი შეუწყო საერთაშორისო აქციების ბაზარზე არსებულმა დადებითმა დინამიკამ.
საპენსიო ფონდის შეფასებით, 2026 წელი საკმაოდ კარგად დაიწყო საპენსიო ფონდის ყველა პორტფელისთვის, რომელშიც ტრადიციულად ლიდერობდა დინამიკური პორტფელი:
- დინამიკური – 2.76%
- დაბალანსებული – 2.06%
- კონსერვატიული – 1.49%
ამასთან, დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის მიხედვითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 15%-ს უტოლდება, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.5% და 12.1%-ს შეადგენს.
იანვრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ₾8.5 მლრდ-ს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებული შემოსავლიანობა ₾2.4 მლრდ-ს მიაღწია.
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 715 ათასი ადამიანია.
2026 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 27,643 - მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 129,544,402.18 ლარი.