თბილისი (GBC) - საქართველოს საპენსიო ფონდმა 2026 წლის იანვარში მთავრობის მიერ გამოშვებულ 500 მილიონიან ევროობლიგაციებში $20 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა. ფონდის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ეს წინა ინვესტიციასთან ($9.9 მლნ) შედარებით ორჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.

ახალი 5-წლიანი ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი 5.12%-ია.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გლობალურად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებისა, საქართველოს რისკის სპრედი (სხვაობა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებთან) 2021 წელთან შედარებით 2.35%-დან 1.3%-მდე შემცირდა, რაც ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე მიუთითებს.

საქართველოს მთავრობამ 2021 წლის ევროობლიგაციების რეფინანსირება მიმდინარე წლის 23 იანვარს მოახდინა.