თბილისი (GBC) - საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ეროვნული ბანკის აქტივობებზე, დავით აბესაძემ ესპანეთში მოყვა პანელური დისკუსიზე.
სებ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი მადრიდის ღონისძიებაზე IOSCO-ს (ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაცია) მიწვევით მოხვდა.
დისკუსიაზე ითქვა EBRD -ის ინიცირებულ „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაზე“, რომლის გამარჯვებულ კომპანიებს 2022-2023 წლებში 454 მილიონი ლარის ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობა მიეცა.
შეხვედრის მონაწილეები ასევე ინფორმირდნენ ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის განხილვისთვის სებ-ის დანერგილ ჩარჩოზე.
ასევე გაეცნენ უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების (REIT) დანერგვისთვის სებ-ის აქტივობებს.
„მარეგულირებლისთვის მთავარია ზედამხედველობისას ინვესტორთა ინტერესების დაცვა. ამ მანდატით შეაქვს სებ-ს ბაზრის განვითარებაში წვლილი. ძირითად საქმიანობის პარალელურად, ზედამხედველი შეიძლება ზრუნავდეს ბაზრის განვითარებაზეც, რისი წარმატებული მაგალითებიც გვაქვს კონკრეტული პროექტებისა და ინიციატივების სახით", - აღნიშნა დავით აბესაძემ.
მისი თქმით, თუ კაპიტალის ბაზრისთვის ემიტენტების, შესაბამისად მიწოდების მხარის სტიმულირებაა ოპტიმალური, REIT-ისას ფოკუსში მოთხოვნის მხარეა - ეს კონკრეტული ინიციატივა საცალო ინვესტორს უკვე წილობრივ ინსტრუმენტებში, ამ შემთხვევაში REIT-ში დაზოგვის სტიმულს უჩენს.
ბოლო 3 წელში ადგილობრივი ფონდების ბაზრის საშუალო წლიური ზრდა 59% იყო. REIT დამატებით სტიმულს აძლევს.