თბილისი (GBC) - სებ-ის ინფორმაციით,  უცხოურ  ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის შემსუბუქება (25%-დან 20%-მდე), რაც საბანკო სექტორს კაპიტალის $250 მლნ-ს გამოუთავისუფლებს, სესხებზე არ ისახება.

პოტენციურად დეპოზიტებს გადაეცემა, თუმცა ანაბრების მაღალი გალარების მოცემულობაში ლარიზაციის ტემპის შეფერხების რისკს არ აჩენს.

თანაც სარეზერვო მოთხოვნის 25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება, წინასაარჩევნოდ გადოლარების შესაკავებლად დროებით ხასიათის იყო და ისედაც ზედმეტად გაუხანგრძლივდა მოქმედების პერიოდი.

19 მაისიდან დასაცავი მინიმალური რეზერვების გაანგარიშების სებ-ისთვის წარდგენის ვალდებულება სექტორს 18 ივნისისთვის დაუდგება.

სებ-ის სტატისტიკით, აპრილის მდგომარეობით, სებ-ში ბანკების 6.9 მლრდ ლარის დეპოზიტებია, საიდანაც 5.5 მლრდ სავალდებულო რეზერვებია.

მაჩვენებელი მოიცავს ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთებს და სავალდებულო რეზერვებს.