თბილისი (GBC) - 28-29 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში იმართება. დელეგაციის შემადგენლობაშია ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძეც.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები AIIB-ის ხელმძღვანელობასთან. ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მმართველთა საბჭოს სხდომაში და სიტყვით გამოვა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე.

წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდება სასესხო შეთანხმება - „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი“.