თბილისი (GBC) - საბანკო სექტორს წმინდა მოგება გაეზარდა, წლიურად (Y.Y) 32%-ით, 767,7 მლნ ლარამდე (01.05.2022 - ₾ 523 მლნ).
სანქცირებული ვითიბის შარშანდელი ეფექტის (01.05.22-ის 47 მლნ-იან ზარალი) გამორიცხვით 33%-იანი ზრდაა. 01.05.2022-ისთვის ბაზრის 14 მონაწილიდან 3 იყო ზარალზე, მათ შორის რუსული ვითიბის შვილობილი, 47 მლნ ლარამდე ზარალით.
01.05.2023-ის მდგომარეობით კი ზარალზე 2 ბანკია "სილქ ბანკი" და ახლადლიცენზირებული ციფრული, "პეისერა" ბანკი, რომელსაც საოპერაციო საქმიანობა ჯერაც არ დაუწყია.
ბაზრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა "კრედოს" 125%-იანი ზრდა. ყოფილი მისო გაერია სისტემურ ბანკებში, რომლებსაც "კრედოსგან" განსხვავებით, სებ-ი კაპიტალის დამატებით ბუფერებს სთხოვს.
ბანკები წმინდა მოგებით
|
01.05.23 |
01.05.22 000₾ |
საქართველოს ბანკი |
357,228 |
279,423 |
თიბისი |
297,954 |
210,296 |
კრედო |
18,453 |
6.97 |
ლიბერთი |
17,651 |
12,7 |
ბაზისბანკი |
15,811 |
21,7 |
პროკრედიტ ბანკი |
15,500 |
13,4 |
ქართუ |
10,480 |
4.51 |
ხალიკ ბანკი |
10,371 |
5.95 |
წყარო: |
კომერციული |
ბანკი |
(ბიზნესპარტნიორი)