თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 26–30 ოქტომბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა, თუმცა უმეტესად წითელი ზონის მიმართულებით.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 120.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.25% წინა კვირასთან შედარებით და -16.28% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 299 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 119.60 - 127.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 60 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.48 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.64% წინა კვირასთან შედარებით და -15.54% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 284 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.48 - 50.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 43.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.19% წინა კვირასთან შედარებით და -7.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 234 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.40 - 46.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა.