თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 1–5 ივნისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქარული კომპანიის აქციების ფასები წითელ ზონაში დაიხურა.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 105.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.04% წინა კვირასთან შედარებით და -2.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 258 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.50 - 111.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 43.78 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.75% წინა კვირასთან შედარებით და -6.89% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 393 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.00 - 45.34 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 72 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 39.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.59% წინა კვირასთან შედარებით და +3.66% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 176 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.30 - 42.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა.