თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 9–13 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტულმა ქართულმა კომპანიებმა პარასკევის ვაჭრობის დასრულებისას შთამბეჭდავი მაჩვენებლები დააფიქსირეს. ერთ–ერთი კომპანიის აქციები ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 137.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.11% წინა კვირასთან შედარებით და +8.39% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 294 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 126.70 - 138.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 68 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 54.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +11.72% წინა კვირასთან შედარებით და +8.63% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 482 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 48.60 - 55.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 76 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 48.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.78% წინა კვირასთან შედარებით და +9.60% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 132 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.00 - 49.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 40 ათასი აქცია შეადგინა.