თბილისი (GBC) - მიკროსაფინანსო  ორგანიზაციების (მ/ო) დაკრედიტების ზრდა შენელდა, წლიურ 8%-მდე. 01.01.2024-ისთვის, მთლიანი პორტფელი (სულ ბაზარზე 34  მისოა) 1.7 მლრდ ლარია.

შარშან ბაზარი უფრო მეტი სუბიექტით, 36 მისოთი და 1,574 მლრდ ლარის საკრედიტო დაბანდებით იყო წარმოდგენილი.

პორტფელის 1/2 ზე მეტი, 53% -მდე 2 მსხვილი მისოზე  მოდის. რომლებიც განსხვავებული სტრატეგიით ოპერირებენ. რიკო ლომბარდზეა ორიენტირებული, კრისტალი სამომხმარებლოსთან ერთად ბიზნესესხებსაც გასცემს. ასევე MBC.

ეს არის მთავარი პირობა, რაც მისოს მიკრობანკად ტრანსფორმაციის შესაძლებლობას აძლევს. ამ დროისთვის სებ-ში ლიცენზიაზე განაცხადი MBC-ის და კრისტალს აქვს წარდგენილი.

მ/ო ბაზრიდან აღნიშნული სუბიექტების გასვლის შემდეგ, საფინანსო სისტემაში მისოების ისედაც მცირე 2.4%-იანი წილი უფრო შემცირდება, ბანკების 91.4%- იანი კი გაიზრდება.

მიკრობანკის ლიცენზიის მაძიებელი მისო და ახალი მოთამაშე სალიცენზიო მოსაკრებელს, თანაბარი განაკვეთით იხდის –₾ 100 000, მისოს ლიცენზია 50 000 ღირს, კომერციული ბანკის ₾200 000.

TOP-10 მისო, საკრედიტო პორტფელით 

წყარო: მიზოები & ბიზნესპარტნიორი