თბილისი (GBC) - საპენსიო ფონდის სამივე საინვესტიციო პორტფელმა აგვისტოში 1%-ზე მეტი წმინდა ნომინალური ზრდა აჩვენა, მაშინ როცა ივლისში ზრდა სამივე შემთხვევაში 1%-ზე ნაკლები იყო.
კერძოდ, დაბალრისკიანი, კონსერვატიული პორტფელი აგვისტოში 1.22%-ით გაიზარდა, წლის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით კი ზრდა 7.29% იყო.
დაბალანსებული, საშუალორისკიანი პორტფელი აგვისტოში 1.51%-ით გაიზარდა და წლის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით კი ზრდამ 8.11% შეადგინა.
ხოლო, მაღალრისკიანი, დინამიკური პორტფელის წმინდა ნომინალურმა ამონაგებმა კი შესაბამისად, 1.98% და 9.2% შეადგინა.
აგვისტოს ინფლაცია 0.28% იყო, ხოლო წლის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით კი 2.63%. შესაბამისად, საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები შესაბამის პერიოდებში, ინფლაციის გამოკლებით ანგარიშდება.
მონაცემები 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით:
პორტფელი |
ფონდის ზომა |
მონაწილეთა რაოდენობა |
კონსერვატიული |
₾7.36 მლრდ |
1,473,293 |
დაბალანსებული |
₾42.6 მლნ |
5,151 |
დინამიკური |
₾46 მლნ |
4,876 |
წყარო: საპენსიო ფონდი