თბილისი (GBC) - იპოთეკური დაკრედიტების წლიური ზრდა ივლისში მკვეთრად შენელებულია. სავალუტო პორტფელის ზრდის ტემპი ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოსცდა, 10.3%-დან 9,1%- ზე ჩამოვიდა. დაიკლო ლარშიც, წლიური 19.9%-დან, 19.5% Y.Y.-მდე.
ამასთან შემცირებულია პრობლემური იპოთეკის წილიც. BRG-ის ინფორმაციით, გაპრობლემების კოეფიციენტი ლარში 1.3%-მდეა დაწეული (L/Y- 1.7%). აშშ დოლარში სტაბილურად 1.9%-ია (L/Y – 1.9%). ევროში, უძრავი ქონების შეძენა/რემონტისთვის გაცემულ სესხებში უმოქმედო კრედიტების წილი 0.1%პ-ით არის შემცირებული.
აგვისტოს (01.08.2025) მდგომარეობით, 193.4 მლნ ლარის ვადაგადაცილებულ იპოთეკებში, დოლარის პორტფელზე 44.7 მლნ ლარის ეკვივალენტი მოდის. ადგილობრივ ვალუტაში 112 მლნ-ის სესხებია გაპრობლემებული და ევროში, 36 მლნ ლარის ეკვივალენტი.
სების ინტერაქტიური სტატისტიკით, 01.08.2025-ისთვის ბანკების პორტფელში 12, 6 მლრდ ლარის იპოთეკური სესხებია. მ.შ. 32.3%-მდეა შემცირებული სავალუტო იპოთეკის წილის (L/m – 32.8%, L/Y – 36.6%)
პრობლემური იპოთეკის დინამიკა (წილი პროცენტულად)
₾ |
$ |
€ |
|
01.08./2025 |
1,3% |
1,9% |
2,2% |
01.08./2024 |
1,7% |
1,9% |
2,3% |
01.08./2021 |
3,3% |
7,6% |
7,3% |
წყარო: სებ-ი