თბილისი (GBC) – Orda.kz–ის ცნობით, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ნურტლეუ, ბიზნესმენი გაჯი გაჯიევი და ეროვნული უშიშროების კომიტეტის რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრეს.

ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს შსს–ში წყაროებმა დაუდასტურეს.

საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ნურტლეუ ჩინეთიდან გუშინ დაბრუნდა, სადაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მიიღო მონაწილეობა.

ნურტლეუ საკუთარ სახლში აიყვანეს. როგორც მინისტრის, ისე ბიზნესმენი გაჯიევის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

მაღალჩინოსნის დაპატიმრების მიზეზებზე ყაზახური მედია ამ დროისთვის არაფერს წერს.