თბილისი (GBC) – გალთ & თაგარტის ცნოყბით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები გასული წლის ბოლო კვირაში დაიხურა 26.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.56% წინა კვირასთან შედარებით და +2.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 96 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.60 - 26.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 88 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 22.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.18% წინა კვირასთან შედარებით და +3.89% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 91 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.00 - 23.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 129 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.67% წინა კვირასთან შედარებით და -3.31% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 107 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.28 - 7.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.