თბილისი (GBC) - საქართველოში შესაძლოა ციფრული ლარი აღარც დაინერგოს, რაც ფინანსურ სამიტზე გახდა ცნობილი, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროს და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
სების ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ, ხუთშაბათს,ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ციფრული ლარის ტესტირება შეზღუდულ გარემოში დასრულებულია.
აღნიშნა, რომ ახლა ზოგადი სენტიმენტი მთელ მსოფლიოში ციფრული ვალუტების მიმართ შედარებით შენელებულია, ხოლო გამოცდილება კერძო სექტორის გამოშვებული ციფრული ტოკენიზირებული ფულის ექსპერიმენტების თვალსაზრისით.
ე.წ. ტარგეტული სენდბოქსი ტოკენიზირებულ დეპოზიტებზე რეგულირების ლაბორატორიაში გამოცხადდა. მისი თქმით, ციფრული ლარის დანერგვის მიზანი ტექნოლოგიების დატესტვა იყო, როგორცაა გონიერი კონტრაქტები.
" ციფრული ლარის დანერგვაზე საბოლოო გადაწყვეტილება არასდროს მიღებულა. ქვეყნის კანონმდებლობა ჯერჯერობით მხოლოდ ერთ საგადასახადო საშუალებას აღიარებს", - განაცხადა ებანოიძემ.
მანამდე, 2024 წლის თებერვალში ნათია თურნავა, რომელიც იმ პერიოდში სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო, აცზადებდა, რომ „CBDC-ს გააჩნია პოტენციალი მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ინოვაციურ ბიზნეს მოდელებს, რასაც ასევე დიდი გავლენა ექნება საზოგადოების კეთილდღეობაზე. გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა და დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა".
ციფრული ვალუტა (Digital currency) ნაღდი ფულის ელექტრონული შემცვლელია, რომელიც ინახება, იმართება და იცვლება ციფრულ (კომპიუტერულ) სისტემაში. ციფრული ვალუტით ანგარიშსწორება მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი.