თბილისი (GBC) - სებ-ის მიმოხილვით, ოქტომბერში სავალუტო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვების აქტივობები ტრადიციულად, ძირითადად (98,2%) სპოტ გარიგებებზე მოდის.
მთლიანმა ვაჭრობამ 4,011 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წლიურად 43%-იანი ზრდაა (10/23 – $2.8 მლრდ; +$1.2 მლრდ Y.Y ). გარიგებების ძირითადი ნაწილი ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მოდიოდა, მცირე წილი არარეზიდენტ ბანკებზე. სებ-ის წილი კი 15%-ს მიახლოვდა (14.7%).
ბაზრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მაჩვენებელი უპრეცედენტოა. ორნიშნა არასდროს ყოფილა. წლის მაქსიმუმი 4%-ის ფარგლებში იყო.
სებ-ს გაცხადებული აქვს, რომ, სავალუტო ბაზარზე ისე ერევა (როცა აწონასწორებს, ჭარბ მერყეობას ) რომ კურსის საშუალო და გრძელვადიან სტაბილურობას საფრთხე ააცილოს.
ჯამურად, თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის წმინდა გაყიდვებმა 591.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სებ-ის წილი სავალუტო ბაზარზე და Bmatch-ზე შესყიდვები(გაყიდვები)
პერიოდი |
წილი |
შესყიდვა(გაყიდვა) |
ოქტომბერი |
14.7% |
($377.7)მლნ |
სექტემბერი |
3.2% |
($106.5)მლნ |
აგვისტო |
1.2% |
$41 მლნ |
ივლისი |
0.1% |
$1.9 მლნ |
ივნისი |
3.3% |
($42) მლნ |
მაისი |
3.7% |
($9.1) მლნ |
აპრილი |
2.3% |
$73.1 მლნ |
მარტი |
4.3% |
$127,9 მლნ |
თებერვალი |
3.0% |
$77.5 მლნ |
იანვარი |
0.3% |
$8.1 მლნ |
წყარო: სებ-ი & BRG