თბილისი (GBC) -  ნათია თურნავამ საფრანგეთის ბიზნეს გაერთიანების (MEDEF) დელეგაცია მიიღო. ჯგუფი წარმოდგენილი იყო სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ოპერირებადი 20-მდე მსხვილი ფრანგული ბიზნეს ჯგუფით და კომპანიით.

შეხვედრაზე სებ-ის პრეზიდენტმა მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების სიძლიერეზე აღნიშნა.  და რომ ინფლაცია კარგადაა მართული.

მან სტუმრებს უთხრა, რომ საბანკო სექტორში ჯანსაღი ვითარება ნარჩუნდება. მხარეებმა ისაუბრეს ფინტექის განვითარებაზეც.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე, ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით უტიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.