თბილისი (GBC) - "თიბისი კაპიტალის" მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის იანვარში, ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად, შესაბამისად, 22% და 14%-ით გაიზარდა.

ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 83% და 17%-ად განაწილდა.

ამასთან, 2026 წლის იანვარში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა 28%-იანი წილი, ხოლო რესტორნებში დანახარჯებმა 17%-იანი წილი დაიკავა.

ამავე თვეში, წლიურად 21%-ით გაიზარდა სურსათზე უნაღდო დანახარჯები. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 18 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 11% შეადგინა.

2026 წლის იანვარში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 61% და 39% შეადგინა.

ამავე პერიოდში, სურსათზე გაწეული ხარჯების წილმა თიბისი ბანკის არხებით საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 45% დაიკავა.