თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, 2026 წლის იანვარში ელექტროენერგიის ჯამურმა მოთხოვნამ 1.5 ტვტ.სთ შეადგინა (+18.2% წ/წ). ადგილობრივმა გენერაციამ ჯამური მიწოდების 61% დაფარა, ხოლო იმპორტმა - 39%. 

იანვარში იმპორტის სტრუქტურა უჩვეულოდ შეიცვალა და განხორციელდა რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან, ნაცვლად აზერბაიჯანისა, რომელიც ტრადიციული მომწოდებელია. იმპორტის სტრუქტურა შემდეგნაირი იყო:

  • რუსეთი - 67.5% (აქედან აფხაზეთისთვის 38% შეღავათიანი ფასით და 29% კომერციული იმპორტი)
  • თურქეთი - 20.6%
  • სომხეთი - 11%

გალტ & თაგარტის შეფასებით, იმპორტიორთა სიაში აზერბაიჯანის არყოფნა, განპირობებული იყო ტექნიკური და სისტემური უსაფრთხოების ფაქტორებით, გადამცემი სიმძლავრის შეზღუდვებითა და რეგიონალური გაზის ბაზრის დინამიკით, რადგან აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტი ევროპისკენ გაზარდა. შედეგად, სისტემის უსაფრთხოების ბალანსისა და უზრუნველსაყოფად მიწოდების იმპორტი დივერსიფიცირდა რუსეთზე, თურქეთსა და სომხეთზე. აღსანიშნავია, რომ თებერვლიდან აზერბაიჯანიდან იმპორტი აღდგა.

იმპორტის საშუალო ფასი 3.8 აშშ ცენტამდე გაიზარდა (+49.3% წ/წ), ხოლო კომერციული ფასი (აფხაზეთის გამოკლებით) 6.3 აშშ ცენტს შეადგენდა (+5.2% წ/წ).