თბილისი (GBC) - საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ გააძლიერა ფინანსური ბაზრების ნდობა, - სები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შეფასებაზე აღნიშნავს, რაზეც გამოქვეყნებულია კვლევაში, რომელიც საქართველოში სავალუტო რეზერვების ადეკვატურობას მიმოიხილავს.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ სავალუტო რეზერვების ზრდამ 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი.
ამასთან, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგორესურსების ფასების ზრდისა და მიმდინარე ანგარიშზე შესაძლო წნეხისა, ლარის გაცვლითი კურსი სტაბილური დარჩა, რაც საერთაშორისო რეზერვების გაზრდილი ბუფერების ფონზე ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებას ასახავს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მიმდინარე დონე ზომიერი სტრეს-სცენარების განვითარების შემთხვევაში ადეკვატურია.
კვლევის შედეგები ასევე მიუთითებს, რომ საქართველოსთვის სასურველია საერთაშორისო რეზერვების დონე IMF-ის ARA მეტრიკის დაახლოებით 145-150 პროცენტზე იყოს. დამატებითი საერთაშორისო რეზერვების საჭიროება განპირობებულია იმ სარგებლით, რომელსაც მაღალი მოცულობის რეზერვები ქმნის: ამცირებს ქვეყნის სუვერენული დაფინანსების ხარჯებს, ხელს უწყობს კერძო სექტორის დოლარიზაციის შემცირებას და უზრუნველყოფს საჭირო ლიკვიდობას, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებისთვის, გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის შესარბილებლად.
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ საერთაშორისო რეზერვების შემდგომი დაგროვებისთვის კვლავ არსებობს სივრცე, განსაკუთრებით გლობალური გაურკვევლობის მაღალი დონის პირობებში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევა ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციების განხორციელების არსებული, ფასზე დაფუძნებული ჩარჩო შესაბამისია არსებული საერთაშორისო რეზერვების დაგროვების ტემპთან და მასშტაბის კალიბრაციისათვის, რომელიც ამავდროულად ინარჩუნებს გაცვლითი კურსის მოქნილობას საგარეო პირობების ცვლილებების საპასუხოდ.
სებ-ი აღნიშნავს მაისის 633 მლნ-მდე წმინდა სავალუტო შესყიდვაზე და რომ სარეზერვოაქტივები $7 მლრდ-ს აჭარბებს.