თბილისი (GBC) - ლიბერთის პერსონალური ბანკინგის მიმართულება, სტუდიო ლიბერთი, ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს და მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

კამპანიის განმავლობაში, სტუდიო ლიბერთის პრემიუმ ნაკრების მფლობელები შეძლებენ პერსონალური ბანკირის მომსახურების ფარგლებში გახსნან ვადიანი ანაბარი ბანკის მიერ დადგენილ საპროცენტო განაკვეთს +0.5%-დან 1.5%-მდე სარგებლით - ინდივიდუალურად განსაზღვრული პირობით ვალუტისა და ვადიანობის მიხედვით. ვადიანი ტიპის ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლარში, აშშ დოლარსა და ევროში, ხოლო საპროცენტო სარგებლის მიღება მომხმარებელს შეუძლია სურვილისამებრ, ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს.

სტუდიო ლიბერთის პრემიუმ ნაკრების შეძენა შესაძლებელია როგორც დისტანციურად - ვებგვერდის, ან მობაილ ბანკის საშუალებით, ასევე, სტუდიოს უნიკალურ სივრცეში თბილისსა და ქუთაისში. პრემიუმ ნაკრების შეძენისას, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს პირადი ბანკირის მომსახურებით და სტუდიოს ყველა უპირატესობით, მათ შორის - მაღალი კლასის Visa Platinum/MC World Elite ბარათებით, განსაკუთრებული პირობებით საბანკო პროდუქტებზე, სტუდიოს მულტიფუნქციურ სივრცეზე წვდომით, სამოგზაურო უპირატესობებით და სპეციალური შეთავაზებებით.

ვადიანი ანაბრების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სტუდიო ლიბერთის ვებგვერდზე: studioliberty.ge

გახდი სტუდიო

სტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა - პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე მორგებულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას როგორც პირადი, ასევე ბიზნეს ფინანსებისთვის.

ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.

www.studioliberty.ge აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი

სტუდიო ლიბერთი - შენი წარმატებული ცხოვრებისთვის

(R)