თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) დირექტორთა საბჭომ 1Q26-ის დივიდენდი TBC PLC-ის თითო აქციაზე ₾1.75 ლარი გამოაცხადა.
1Q26-ის დივიდენდი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში ანაზღაურდება TBC PLC-ის იმ აქციონერებზე, რომლებიც წევრთა რეესტრში დაფიქსირებულნი იქნებიან 2026 წლის 14 აგვისტოს სამუშაო დღის დასრულების მდგომარეობით.
დივიდენდის განაწილება შემდეგი გრაფიკის შესაბამისად მოხდება: Ex-Dividend-ის თარიღი: 13 აგვისტოა, ჩანაწერის (Record) თარიღი - 14 აგვისტო, ვალუტის კონვერტაციის თარიღი 21 აგვისტო, ხოლო გადახდის თარიღი 11 სექტემბერი.
ლარი/ბრიტანული ფუნტ სტერლინგის გაცვლითი კურსი, რომელიც გამოყენებული იქნება დივიდენდის გადასახდელად 2026 წლის 21 აგვისტოს კონვერტაციის თარიღზე, იქნება სების საშუალო გაცვლითი კურსი 2026 წლის 17 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით პერიოდისთვის (5-დღიანი საშუალო მაჩვენებელი).
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს TBC PLC 2025 წლის საბოლოო დივიდენდს, თითო აქციაზე ₾3.87-ს გაანაწილებს. აღნიშნულ თანხასთან ერთად კი 2025 წლის ჯამური დივიდენდის ოდენობა ₾8.87 იყო (+10%, y.y), იმ აგრეგირებულ თანხებთან ერთად, რაც ჯგუფმა კვარტალების ჭრილში აანაზღაურა.
ბოლო 28 თებერვლის მონაცემებით, ჯგუფის მთლიანი ხმის უფლების მქონე ჩვეულებრივი აქციების ოდენობამ 55,726,793 შეადგინა.