თბილისი (GBC) - თიბისიმ თვითმომსახურებების ობიექტებში, სადაც ანგარიშსწორება მხოლოდ ნაღდი ფულით იყო, პოსტერმინალების ინტეგრაცია დაიწყო. აქტიურად ნერგავს ბარათით გადახდის სისტემას.
ავტოსამრეცხაო, ყავის და სხვა ტიპის “ვენდინგ” აპარატები - ობიექტების ჩამონათვალი არც თუ ისე მცირეა.
ინიციატივა მომხმარებლებთან ერთად, ხელსაყრელია ბიზნესებისთვისაც. გარდა იმისა, რომ მყიდველი სწრაფ, კომფორტულ და 24/7-ზე ხელმისაწვდომ მომსახურებას იღებს, თვითმომსახურების კომპანიისთვის სარგებელი ოპტიმიზებული პროცესები, ნაკლები ხარჯები და მაღალი გაყიდვებია.
“თვითმომსახურების სექტორი სწრაფად იცვლება - მომხმარებელი ავტომატიზებულ, სწრაფ და უნაღდო სერვისს ითხოვს, რაც ბიზნესებს გადახდის თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე გადასვლას აიძულებს. თუმცა პროცესს თან ახლავს რიგი ტექნიკური, ფინანსური და ოპერაციული გამოწვევები, რომელთა გადაჭრაშიც მნიშვნელოვანი როლი თიბისის მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ენიჭება, რაც ამ ინიციატივამდე, მათ არ ჰქონდათ”, - გიორგი სიმონიანი, თიბისის გადახდების განვითარების ასოცირებული პარტნიორი.
თიბისის მიზანი სექტორის სრულად ათვისება და მოქნილი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, ბიზნესების მაქსიმალური მხარდაჭერა და მათი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურობის გამარტივებაა.
(R)