თბილისი (GBC) – Lion Finance Group PLC-ის (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/ BOGG) დამოუკიდებელმა არააღმასრულებელმა დირექტორმა ენდრიუ მაკინტაირმა ჯგუფის 553 ცალი ჩვეულებრივი, ხმის უფლების მქონე აქცია შეიძინა. 

კერძოდ, მან აღნიშნული აქციები საშუალოდ £90.33227-ად შეიძინა, რაშიც ჯამში £49,953.75 გადაიხადა.

ტრანზაქცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 2 დეკემბერს განხორციელდა.

შეგახსენებთ, მაკინტაირი აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, ასევე, ნომინაციისა და რისკების კომიტეტების წევრად მიმდინარე წლის 26 ივნისიდან დაინიშნა. 23 ივნისიდან მისი საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნაზე თანხმობა სებსაც გაცემული აქვს. მან ჯონათან მიური ჩაანაცვლა, რომელსაც აღნიშნული პოზიციის დაკავება მემკვიდრეობითობის დაგეგმვის პროცედურებისა და სების კომერციული ბანკების კორპორაციული მმართველობის კოდექსის შესაბამისად აღარ შეეძლო.