თბილისი (GBC) - ბიზნესებისთვის თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა კიდევ უფრო გამარტივდა, ბანკის ფილიალში, კომპანიის წარმომადგენლის ვიზიტი საჭირო აღარ არის.

თიბისის ინფორმაციით, ბიზნეს ინტერნეტბანკის ახალი ფუნქციონალით, კომპანია რამდენიმე წუთში, დამატებითი პროცედურების გარეშე ჩაერთვება სახელფასო პროექტში, თანამშრომლებისთვის გაააქტიურებს სახელფასო ბარათებს და დაზოგავს დროს.

ამისთვის საჭიროა თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის შეთავაზებების გვერდიდან სახელფასო შეთავაზების არჩევა და საჭირო მონაცემების შევსება, რის შემდეგაც კომპანიას თიბისის წარმომადგენელი დაუკავშირდება.

„ჩვენთვის მომხმარებლების დრო ძალიან ღირებულია. მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესისთის დისტანციური პროდუქტების შეთავაზებას.დარწმუნებული ვარ, ახალი სერვისი თანაბრად  დაუზოგავს დროს, როგორც სტარტაპების,  ისე - დიდი კომპანიების HR მენეჯერებს თუ ხელმძღვანელებს“, - ია კალმახელიძე, თიბისის სახელფასო გუნდის კაპიტანი.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.