თბილისი (GBC) - სარეკლამო კომპანია "ალმამ" 40  მილისონისადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა.

ორი ტრანშად:

  • აშშ დოლარში დენომინირებული –  $30 მლნ, 2 წლიანი, წლიური კუპონის განაკვეთით [8.50%], კუპონის ნახევარწლიური გადახდით.
  • ევროში დენომინირებული – € 8.5 მლნ, 2 წლიანი, [7.25%], კუპონის ნახევარწლიური გადახდით.

დიდი ინტერესი იყო ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. განთავსებაში 150-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი მონაწილეობდა.

„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მხარი დაგვეჭირა კომპანიის კაპიტალის ბაზრებზე გასვლაში. აღნიშნული ტრანზაქციით კაპიტალის ბაზარს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე შეემატა", - გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

"თიბისი კაპიტალსა და ალმას შორის პირველი თანამშრომლობა შედგა. მოხარული ვარ, რომ წელს ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანზაქცია განვახორციელეთ და კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში დავეხმარეთ. წელს ჯამში 290 მილიონ ლარამდე მოცულობის ადგილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და 7 ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა მხარს უჭერს კომპანიების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.   პროგრამის ფარგლებში განხორციელებულია 12 ემისია, რომელთა მოცულობაც 450.3 მლნ. ლარს შეადგენს“, - ირაკლი გაბრიაძე, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე.

ალმა 30 წელია გარე სარეკლამო ბაზარზე ოპერირებს. მისი პორტფელი მოიცავს რეკლამის განთავსების უფლებებს ბილბორდებზე, მონიტორებზე, აეროპორტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა სივრცეებში.

ალმა მოზიდული რესურსის ნაწილს საბანკო ვალდებულებების რეფინანსირებისთვის მიმართავს. 01.01.2025-ის მდგომარეობით ჯგუფს 177 846 000 ლარის საბანკო ვალდებულებები გააჩნია.

>>> გაიგე მეტი ემიტენტზე