თბილისი (GBC) - PMCG კვლევითი ცენტრის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2025 წლის ივნისში საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, წინა თვესთან (მაისთან) შედარებით 0.5%-ით, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 3.4%-ით გაიზარდა და 997 254 მოქალაქე შეადგინა.

2025 წლის ივნისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 12.4%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის მაისთან შედარებით 0.2 პ.პ.-ით, ხოლო 2024 წლის ივნისთან შედარებით 3.3 პ.პ.-ით შემცირებული მაჩვენებელია.

2025 წლის ივნისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 32.8%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის მაისთან შედარებით 0.9 პ.პ.-ით, ხოლო 2024 წლის ივნისთან შედარებით 6.6 პ.პ.-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2025 წლის ივნისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.8%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის მაისთან შედარებით 0.1 პ.პ.-ით, ხოლო 2024 წლის ივნისთან შედარებით 0.6 პ.პ.-ით გაზრდილი მაჩვენებელია.