თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC -ის (TBC PLC) დამოუკიდებელმა არააღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმიოს კირიაკოპულოსმა TBC PLC-ის 3,000 აქცია შეიძინა, საშუალო ფასით £27.2852667.
20 ნოემბერს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე განხორციელებული ტრანზაქციის ჯამურმა ღირებულებამ £81,855.80 შეადგინა.
კირიაკოპულოსი არააღმასრულებელი დირექტორის გარდა, რისკის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას 2021 წლიდან ასრულებს და აუდიტის კომიტეტისა (2022-იდან) და ტექნოლოგიისა და მონაცემთა კომიტეტების წევრია (2021 -იდან).
TBC -ის გარდა იგი საბერძნეთის ეროვნული ფონდის Growthfund-ის ბორდის წევრი და ინვესტიციისა და რისკის კომიტეტის თავმჯდომარეა.
2022 წლის ანგარიშში, რისკის კომიტეტის ფარგლებში კირიაკოპულოსი ინვესტორებს ატყობინებდა, რომ გამოწვევებით სავსე გარემოში წარმატებული გეზისთვის კომიტეტი 4 ძირითადი პილარის გარშემო იყო ფოკუსირებული. ესენია: კაპიტალი, ლიკვიდობა, აქტივების ხარისხი და შემოსავლის მოცულობა.
ამასთან, ინვესტორებს დაჰპირდა, რომ 2023-ში საოპერაციო გარემოსა და ჯგუფის ბიზნეს მოდელის გათვალისწინებით, გაუმჯობესდებოდა რისკის ჩარჩო. დამატებითი ყურადღება კი TBC Uzbekistan-სა და TNET-ს დაეთმობოდა, რომლებიც ზრდის შესაძლებლობას წარმოადგენენ და საშუალოვადიან პერიოდში, ჯგუფში პოტენციურად ღირებული ვალუეიშენის შემტანად განიხილება.