თბილისი (GBC) – საბანკო სექტორი 2024-ში >22%-იანი უკუგებას დაწერს. ბაზრის მონაწილეთა ინფორმაციით, 3 წლის განმავლობაში (2021/2022/2023) სისტემა მაღალ მომგებიანობას აჩვენებდა.
2020-თან შედარებით 2021-ის მომგებიანობა საბაზო ეფექტით იყო განპირობებული. 2022-ში ზრდა იყო სტაბილური და ტრენდი 2023-შიც შენარჩუნდა.
თუმცა, 01.02.2024-ის მდგომარეობით, უკვე კლებაა. სექტორის უკუგება კაპიტალზე (ROE) 23%-ია, რომელიც საშედგომო ნიშნულს 3პ.პ.-ით ჩამოსცდება.
01.02.2024-ის მდგომარეობით, სექტორის უკუგება კაპიტალზე (ROE) 25.1%-ია.
ბაზარზე ოპერირებადი 15 ბანკიდან (ანგარიშგება ახლადლიცენზირებული ციფრული ბანკებიდან, პეისერასაც მოიცავს, ჰეშს ჯერ არა) 13-ის კაპიტალი მომგებიანია, მ.შ. აღარ არის სანქცირებული ვითიბი, რომლის ROE უარყოფითია >9%. რუსული ბანკის შვილობილმა, რომლის კაპიტალი ჯერ კიდევ საქართველოში რჩება, იანვარი 2.3 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. უარყოფითია პეისერას კოეფიციენტიც.
ბაზარზე ოპერირებადი 15 ბანკიდან, 12-ის კაპიტალი მომგებიანია, მ.შ. სანქცირებული ვითიბი. უარყოფითია "პაშა ბანკის", "სილქ ბანკის" და ბაზარზე ახლადშესული "პეისერას" (ციფრული ბანკი) კოეფიციენტი.
TOP 5 ბანკი კაპიტალზე მომგებიანობით (ROE)
საქართველოს ბანკი | 33.2% |
თიბისი ბანკი | 22.2% |
ლიბერთი ბანკი | 19.2% |
ბაზისბანკი | 19.0% |
პროკრედიტ ბანკი | 17.4% |
წყარო: კომერციული ბანკები (ანგარიშგება IFRS-ით. 01.02.2024)