თბილისი (GBC) –  მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 60 ფაქტი აღკვეთეს.

აღმოჩენილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 4 115 960 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა - 347 087 ლარის ოდენობით შეეფარდათ.