თბილისი (GBC) - ბანკების ლობმა  სებ-ს  ბანკების წინადადებები გააცნო.

სებ-ის პრეზიდენტთან საბანკო ასოციაციის ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილე კომერციული და მიკრო ბანკების წარმომადგენლებმა 20-ზე მე მეტი საკითხი განიხილეს.

ნათია თურნავას განცხადებით, სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს სებ-სა და ბანკებს შორის კოორდინაციას. 

შეხვედრას კომერციულ ბანკებთან ერთად, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ასევე  სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.