თბილისი (GBC) – საქართველოში საფინანსო სექტორი არის მდგრადი და  შოკებთან მედეგი, რაც  2023 წლის შედეგებმა დაადასტურა, - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას. 

შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი რეგიონში ლიდერია გაციფრულებისა და ფინტექებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. სექტორი იმდენად ძლიერია, რომ რეგიონშიც წარმოდგენილია. მაგ. თიბისი ბანკი უზბეკეთშია, საქართველოს ბანკი ახლახან სომხეთში შევიდა (ამერია ბანკი შეიძინა). 

სექტორს საკმარისი კაპიტალიზაცია, სოლიდური ლიკვიდურობის ბუფერები და მომგებიანობა გააჩნია.

ეს აფიქრებინებს, რომ მომავალში საბანკო სექტორის ეკონომიკის ერთ-ერთი გამწევ ძალად დარჩება. 

ამასთან აღნიშნა, რომ ფინანსური სექტორის წინაშე არის რიგი გამოწვევებიც, რაც მეტწილად გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას უკავშირდება.

„კვლავაც უნდა გავაძლიეროთ ბუფერები. ჩვენი მხრივ, ვზრდით და ვახდენთ საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას, მაგ, თუნდაც ოქროს სახით და ეს მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ეროვნული ბანკისთვის. სექტორისთვის კი ეს არის მეტი კაპიტალიზაცია, მეტი დივერსიფიკაცია და რა თქმა უნდა, ამაში ბანკებს ვეხმარებით", - განაცხადა თურნავამ.