თბილისი (GBC) - ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საქართველოდან ვიზიტორების ივნისის გადახდები 289.3 მლნ ლარია.

ივნისში წინა თვესთან შედარებით, პოს- ტერმინალებით საბარათე (ქართული ბარათებით) ტრანაქციების მოცულობა შემცირებულია (05/2025 – 319.3 მლნ), ასევე რაოდენობა, 2.854 მლნ-მდე (05/2025 -3.028 მლნ).

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, თანხის განაღდებებზე (ბანკომატიდან ქეშად გატანა) საბარათე ოპერაციების მხოლოდ 7% მოდის. 93% / 6.8%-7.2% პროპორცია ბოლო 2 წლის განმავლობაში შენარჩუნებულია.

წლის I ნახევრის (01.07.2025) მონაცემებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ პოს-ტერმინალებით ყველაზე მეტი გადახდები, 140 მლნ ლარამდე (+29%Y.Y) იტალიაზე მოდის  (01.07.2024 - თურქეთი ლიდერობდა).30%-იანი  წლიური  ზრდით II პოზიციაზეა დაწინაურებული ესპანეთი.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადახდები, პოს-ტერმინალებით (გამოსახული ლარში)

 

                                          01.07.2025                   01.07.2024

წყარო: BRG