თბილისი (GBC) - საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, საბაჟო მიმართულებით ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდება ინფორმაციის გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციას.
ხუციშვილის თქმით, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა საფინანსო სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა მთელ რიგ სფეროებში : საბიუჯეტო დაგეგმვის, საჯარო ფინანსების მართვის საკითხები.
მინისტრმა აღნიშნა მსოფლიოში საქართველოს მოწინავე პოზიციაზე, ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსით, ასევე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმით, "რაც საშუალებას მისცემს ჩვენს უზბეკ კოლეგებს გაიზიარონ რეფორმის შედეგები"
