რატომ გაძვირდა დენი? - „გალტ & თაგარტი“ ტარიფის მატების მიზეზებსა და მ...
ტარიფის ცვლილება შეეხება
ქვეყნის მთელ ტერიტორიას,
მათ შორის როგორც თბილისის
(„თელმიკო“), ისე
რეგიონების („ეპ ჯორჯია
მიწოდება“)
მომხმარებლებს.გალტ &
თაგარტი წერს, რომ საცალო
ტარიფს საქართველოს
ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების კომისია
(სემეკი) წინასწარ
განსაზღვრული და
გამჭვირვალე მეთოდოლოგიით
ადგენს. მიმდინარე ზრდა
ძირითადად ორი ფაქტორით
აიხსნება: გაზრდილი
საინვესტიციო გეგმებით და
ელექტროენერგიის
შესყიდვის ღირებულების
მატებით. "ტარიფის ზრდა
პირდაპირ ზრდის კომუნალურ
ხარჯს როგორც
მოსახლეობისთვის, ისე იმ
ბიზნესებისთვის, რომლებიც
ელექტროენერგიას საცალო
ბაზრიდან ყიდულობენ. ჩვენი
შეფასებით, ცვლილებას
რამდენიმე დამატებითი
ეფექტიც ექნება: ტარიფის
ზრდა ფასების საერთო
დონეზე (ინფლაციაზე)
დაახლოებით 0.7 პ.პ.-ით
აისახება. გაზრდილი
საინვესტიციო ხარჯები
ხელს შეუწყობს
ინფრასტრუქტურის
განახლებას და ავარიული
გათიშვების შემცირებას,
განსაკუთრებით
რეგიონებში.
ელექტროენერგიის
გაძვირება გააძლიერებს
ბიზნესის ინტერესს
საკუთარი გენერაციის
წყაროების მიმართ, როგორც
ეს 2021 წლის ტარიფის მკვეთრი
ზრდის შემდეგ გამოჩნდა.
გადამცემი ქსელისა და
ქვესადგურების
რეაბილიტაციამ შესაძლოა
მცირე სადგურების ქსელთან
დაერთების ხარჯიც
შეამციროს.
მნიშვნელოვანია, რომ
საცალო ტარიფის ცვლილება
ელექტროსადგურების
გასაყიდ ფასს არ
განსაზღვრავს.
საქართველოს ბაზრის
სტრუქტურიდან
გამომდინარე, გენერაციის
ობიექტები
ელექტროენერგიას საბითუმო
ბაზარზე ყიდიან, ხოლო
საცალო ტარიფი ამ
ღირებულებების საფუძველზე
ყალიბდება. შესაბამისად,
ჯერ იცვლება საბითუმო ფასი
და შემდეგ ამას საცალო
ტარიფი ასახავს", - წერს გალტ
& თაგარტი.საცალო ტარიფის
კომპონენტები საცალო
ტარიფი ძირითადად შედგება 3
ნაწილისგან - გადამცემი
ინფრასტრუქტურის ტარიფი,
ელექტროენერგიის
შესყიდვის ღირებულება და
სახელმწიფო გადასახადები.
საინვესტიციო კომპანიის
მკვლევრების აზრით,
საბოლოო საცალო ტარიფის
ზრდაზე პირველ ორ
კომპონენტს ჰქონდა
ყველაზე მნიშვნელოვანი
წვლილი.1. ინფრასტრუქტურული
კომპონენტი
ინფრასტრუქტურული ნაწილი
ასახავს ელექტროგადამცემი
ხაზების, ქვესადგურებისა
და გამანაწილებელი ქსელის
რეაბილიტაციის,
გაძლიერებისა და
გაფართოების ხარჯს.
შესაბამისად, ორივე
სადისტრიბუციო არეალში
ტარიფის ზრდის
მნიშვნელოვანი ნაწილი
სწორედ ქსელში
ინვესტიციების ზრდას
უკავშირდება.რეგიონებში
დიდი გავლენა აქვს
ენერგო-პრო ჯორჯიას 2026-30
წლების საინვესტიციო
გეგმას. კომპანია ამ
პერიოდში საშუალოდ
დაახლოებით ₾200 მლნ-ის
ინვესტიციას
განახორციელებს
წელიწადში, რაც ჯამურად ₾1
მლრდ-ზე მეტია.
ინვესტიციების მთავარი
მიზანია ქსელის
რეაბილიტაცია,
მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესება და
გათიშვების
შემცირება.თბილისში
თელასის ქსელში მომდევნო 5
წლის განმავლობაში 400 მლნ
ლარზე მეტი ინვესტიცია
იგეგმება. ეს თანხა
მიმართული იქნება ახალი
უბნების ქსელზე მიერთების,
ძველი მრიცხველების
ჩანაცვლებისა და არსებული
ინფრასტრუქტურის
განახლებისკენ.დამატებით,
ინფრასტრუქტურის
მნიშვნელოვანი ნაწილია
საქართველოს სახელმწიფო
ელექტროსისტემაც, რომლის
ტარიფიც 2025 წელს უკვე
გაიზარდა და 2026 წლის
ბოლომდე მოქმედებს.
ამასთან, სსე მიმდინარე
წელს საინვესტიციო გეგმის
განახლებას გეგმავს, რაც
შემდგომ წლებში ტარიფზე
დამატებითი, თუმცა
შედარებით მცირე გავლენის
წყარო შეიძლება გახდეს.2.
ელექტროენერგიის
შესყიდვის ღირებულება
გალტ & თაგარტი წერს, რომ
ტარიფის მეორე მთავარი
კომპონენტი არის ის ფასი,
რომლითაც მიმწოდებლები
ელექტროენერგიას იძენენ.
ეს კომპონენტი გაიზარდა
რამდენიმე მიზეზის გამო:
პირველ რიგში, იზრდება
მოხმარება და დამატებითი
მოთხოვნის დაკმაყოფილება
ხშირად შედარებით ძვირი
რესურსით ხდება. მეორე
მნიშვნელოვანი ფაქტორი
არის ენგურისა და
ვარდნილის ტარიფის ზრდა.
ენგურისა და ვარდნილის
ტარიფი 2025 წლის იანვრიდან
66%-ით გაიზარდა. ესსადგურები
სისტემაში ერთ-ერთი
ყველაზე იაფი რესურსია და
მნიშვნელოვან როლს
თამაშობს მოსახლეობის
ტარიფის შედარებით დაბალ
ნიშნულზე შენარჩუნებაში.
თუმცა, ენგურ-ვარდნილის
წილი საცალო მოხმარების
დაკმაყოფილებაში დროთა
განმავლობაში მცირდება,
რასაც ხელს უწყობს
მოხმარების ზრდა,
ჰიდროლოგიური პირობები და
აფხაზეთის მოხმარების
დინამიკა. დამატებით, 2026
წლიდან გაიზარდა ხრამი
1-ისა და ხრამი 2-ის ტარიფიც.
ამ სადგურებს
მთავრობასთან
შეთანხმებული ტარიფების
ვადა ამოეწურათ და ისინი
სემეკის რეგულირების
რეჟიმში გადავიდნენ, რამაც
მათი ტარიფების ზრდა
გამოიწვია. ასევე გაიზარდა
საბალანსო
ელექტროენერგიის
შესყიდვის როგორც ფასი, ისე
მოცულობა. ამაზე გავლენა
იქონია თბოსადგურებისთვის
გაზის სუბსიდირების
მოხსნამ, იმპორტის
გაძვირებამ და ახალი
სადგურების
ექსპლუატაციაში შესვლამ.
"შესაბამისად, საცალო
ტარიფის ზრდა მხოლოდ
ქსელის საინვესტიციო
ხარჯებით არ აიხსნება -
მნიშვნელოვანი ფაქტორია
ელექტროენერგიის
შესყიდვის გაძვირებაც", -
წერს გალტ & თაგარტი.3. დღგ
საცალო ტარიფის საბოლოო
დონე ასევე მოიცავს
დამატებული ღირებულების
გადასახადს, რომელიც
სახელმწიფო ბიუჯეტში
მიიმართება.