თბილისი (GBC) – მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, ქვეყნის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) და ალმათის დეკლარაციიდან გასვლის შესახებ.
გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს ხუთშაბათის სხდომაზე მიიღეს, რომლის პირდაპირი ტრანსლაციაც პარლამენტის ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობდა.
„მოხდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ შეთანხმების დენონსაცია, რომელსაც მინსკში 1991 წლის 8 დეკემბერს მოეწერა ხელი, ასევე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის პროტოკოლის, რომელსაც ალმათიში 1991 წლის 21 დეკემბერს მოეწერა ხელი“, – ნათქვამია პარლამენტის დადგენილებაში.