როგორ გახდა ევროკავშირის ლიდერების სამიტები დისფუნქციური - POLITICO
თუმცა, სამყარო, რომელმაც
ეს ბლოკი შვა, აღარ
არსებობს. ბრიუსელსა და მის
ფარგლებს გარეთ სულ უფრო
იზრდება უკმაყოფილება იმ
სიჩქარისა და
ოპერატიულობის - ან მათი
ნაკლებობის გამო, რომლითაც
27 ლიდერი (ცნობილი როგორც
ევროპული საბჭო)
უმკლავდება გამოწვევებს
და იღებს
გადაწყვეტილებებს,
განსაკუთრებით
უსაფრთხოებისა და საგარეო
პოლიტიკის
სფეროში.„ევროპა დღეს
მუდმივი კრიზისის
რეჟიმშია, მისი
გადაწყვეტილების მიღების
არქიტექტურა კი უბრალოდ არ
იყო ამისთვის შექმნილი“, -
განუცხადა POLITICO-ს დანიის
ყოფილმა
პრემიერ-მინისტრმა და NATO-ს
ყოფილმა გენერალურმა
მდივანმა ანდერს ფოგ
რასმუსენმა. – „თქვენ ვერ
დაელოდებით საბჭოს მიერ
განცხადების შეთანხმებას
მაშინ, როცა სამყარო
იწვის“.ევროკავშირმა ბოლო
თვეების განმავლობაში
არაერთხელ ვერ შეძლო
ერთიანი პოზიციის
დაფიქსირება
გეოპოლიტიკური
მნიშვნელობის საკითხებზე -
დაწყებული უკრაინისთვის 90
მილიარდი ევროს გამოყოფის
ბლოკირებით, დასრულებული
რუსეთისა და დასავლეთ
სანაპიროს მოძალადე
მოსახლეების წინააღმდეგ
სანქციებითა და ირანის
ომზე კოორდინირებული
რეაგირებით. მარტის ბოლო
სამიტზე ლიდერები
საათობით კამათობდნენ
ნახშირბადის ემისიების (ETS)
სქემის დეტალებზე, მაშინაც
კი, როცა თეირანმა ახლო
აღმოსავლეთში ევროპის
ენერგომომარაგებას
დაარტყა.„იმის თქმა, რომ ETS
ყველაზე დიდი პრობლემაა,
როცა გიგანტური გაზის
საბადოები იწვის, ცოტა
უცნაურია“, - განუცხადა
POLITICO-ს ევროკავშირის
ერთ-ერთმა გაბრაზებულმა
მაღალჩინოსანმა
ანონიმურობის პირობით.
ოქტომბრის, დეკემბრისა და
მარტის სამიტების დღის
წესრიგის დიდი ნაწილი
დაეთმო წინა
შეხვედრებიდან დარჩენილ
დაუსრულებელ საქმეებს და
იმ საკითხების ხელახლა
განხილვას, რომლებიც
ვერასდროს გადაიჭრა:
თავდაცვის მზადყოფნიდან
დაწყებული, კიევის
დაფინანსებითა და
ევროკავშირის ეკონომიკის
გამოსწორების გეგმებით
დასრულებული.იდეა, რომ
ევროპა გადაწყვეტილებებს
ძალიან ნელა იღებს, თითქმის
კლიშედ იქცა.
ნიდერლანდების
პრემიერ-მინისტრმა რობ
იეტენმა გასავ თვეში
ბრიუსელში პირველი ვიზიტი
გამოიყენა, რათა
ევროკავშირს
დაჩქარებისკენ მოუწოდოს.
„ჩვენ ვერ ავუხსნით ჩვენს
ამომრჩეველს, რატომ არის
ევროპა ზოგჯერ ასეთი ნელი
რეაგირებაში იმ დიდ
საკითხებზე, რომლებიც
ყველას გვეხება“, - თქვა
მან.იანვარში, დავოსის
მსოფლიო ეკონომიკურ
ფორუმზე, საფრანგეთის
პრეზიდენტმა ემანუელ
მაკრონმა განაცხადა, რომ
ევროკავშირი „ზოგჯერ
ძალიან ნელია, ეს ფაქტია, და
რეფორმას საჭიროებს, ესეც
ფაქტია“.გასულ კვირას კი,
ევროკომისიის პრეზიდენტმა
ურსულა ფონ დერ ლაიენმა
გააკრიტიკა საერთაშორისო
საკითხებში ერთსულოვნების
საჭიროება და აღნიშნა, რომ
ამან „სისტემური
ბლოკირებები“ შექმნა. მან
მოითხოვა ეროვნული ვეტოს
გაუქმება, კონკრეტულად
საგარეო პოლიტიკაში.
რასმუსენი კი მიიჩნევს, რომ
ევროკავშირი უნდა
მოერიდოს ღამის თევას
„სალაპარაკო კლუბებში“ და
გააძლიეროს უსაფრთხოების
საფრთხეებზე რეაგირების
უნარი „სწრაფი
სტრუქტურებით, რასაც ეს
ეპოქა მოითხოვს“.ნუ
დაადანაშაულებთ ევროპასრა
თქმა უნდა, ევროკავშირის
ბუნება და მისი არსებობის
აზრი სწორედ წევრ ქვეყნებს
შორის კონსენსუსზე
დაფუძნებული
გადაწყვეტილების
მიღებაა.მისი რთული
სტრუქტურის მიხედვით, 27-ვე
ლიდერი პერიოდულად
იკრიბება პრიორიტეტების
განსახილველად და
პოლიტიკური მიმართულების
დასასახად. ბევრი რამ
წინასწარ თანხმდება
დიპლომატების მიერ Coreper-ის
(ელჩების კომიტეტი)
ფორმატში.„შეიძლება თუ არა
ეს უფრო ეფექტური იყოს?“ -
დაფიქრდა ევროკავშირის
ერთ-ერთი მაღალჩინოსანი
POLITICO-სთან საუბრისას. „ალბათ.
მე მესმის კრიტიკის. არის
საკითხები, რომელთა
მოგვარება ევროპული
საბჭოს დონეზე ცოტა რთულია.
ახლა მთავარი ფოკუსი
იმაზეა, როგორ გარდაიქმნას
ეს პოლიტიკური
შეთანხმებები კონკრეტულ
ქმედებებად, რადგან
ევროპაზე ძალიან დიდი
ზეწოლაა“.ამის მიუხედავად,
ჩინოვნიკი ამტკიცებს, რომ
საბჭო მაინც „საუკეთესო
ფორუმია“ მიმდინარე
მწვავე პრობლემების
გადასაჭრელად. ამას
ეთანხმება მეორე
მაღალჩინოსანიც: „ეს არის
დემოკრატიული ინსტიტუტი,
ის აერთიანებს
სახელმწიფოს მეთაურებს, ეს
სწორი ადგილია ასეთი
საკითხების
განსახილველად“. მისი
თქმით, საბჭოს მანდატსა და
ლეგიტიმაციას რეალური
ალტერნატივა არ
აქვს.ლივენის
უნივერსიტეტის პროფესორი
სტივენ ვან ჰეკე ამბობს,
რომ „მთლად სამართლიანი არ
არის“ საბჭოს შეფასება
მხოლოდ კრიზისებზე
რეაგირებით, რადგან ის
„გრძელვადიანი“
პოლიტიკური მიზნებისთვის
შეიქმნა. თუმცა, საჭიროების
შემთხვევაში ის „უმაღლესი
აღმასრულებელი
ორგანოსავით“ მოქმედებდა,
მათ შორის ფინანსური
კრიზისისა და
კოვიდ-პანდემიის
დროს.საბჭოს ჰყავს
დამცველებიც, მათ შორის
ბელგიის ყოფილი
პრემიერ-მინისტრი
ალექსანდრ დე კრო. „ევროპულ
მშენებლობას
გადაწყვეტილებების
მისაღებად ზოგჯერ დრო
სჭირდება“, - განუცხადა მან
POLITICO-ს. დე კრომ, რომელიც
საბჭოს წევრი იყო 2020-დან 2025
წლამდე, მიუთითა 2020 წლის
პანდემიაზე, როდესაც
ევროკავშირმა სწრაფად
შექმნა აღდგენის ფონდი და
ვაქცინების
კოორდინაცია.„გადაწყვეტილების
აღსრულების სიჩქარე
სინამდვილეში საკმაოდ
მაღალი იყო, ისევე როგორც
რეაგირების ეფექტურობა.
ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს
სტრუქტურული პრობლემაა“, -
აღნიშნა მან. დე კროს თქმით,
სამყაროში, სადაც დონალდ
ტრამპის გადაწყვეტილებები
საგარეო პოლიტიკასა და
ტარიფებზე ყველაფერს
თავდაყირა აყენებს,
ევროპის უფრო დინჯი
მიდგომა უპირატესობაც კია.
„ზოგჯერ ცუდი არ არის
პარტნიორებთან
კონსულტაცია და წინასწარ
დაფიქრებამ. ევროპულ
ქვეყნებს ვერ
დაადანაშაულებ იმაში, რომ
ისინი დაფიქრებულნი და
ფრთხილნი არიან სწორი
პასუხის
ძიებაში“.მაკრონმაც
მსგავსი აზრი გამოთქვა
დავოსში და თქვა, რომ
ევროპამ დაამტკიცა, რომ
არის „პროგნოზირებადი“ და
„ლოიალური“
პარტნიორი.ახალი
სამყაროთუმცა, მაშინაც კი,
თუ ევროკავშირი
პროგნოზირებადია, სამყარო
სულ უფრო
არაპროგნოზირებადი
ხდება.ბოლო ათწლეულში
საერთაშორისო წესრიგი
მკვეთრად შეიცვალა, ძველი
ალიანსები დაიმსხვრა და
კრიზისები გამრავლდა.
რასმუსენის თქმით,
გადაწყვეტილების მიღების
ევროპული ძველი გზები ამას
ვეღარ აუდის.„როდესაც
ევროპულ საბჭოს 2001-2009 წლებში
ვესწრებოდი, სამყარო
ფუნდამენტურად სხვა
ადგილი იყო“, - თქვა მან.
„რუსეთი ჯერ კიდევ G8-ის
პარტნიორი იყო, ამერიკა -
უპირობო მოკავშირე.
გვქონდა კრიზისები, მაგრამ
გვქონდა დროც
განხილვისთვის. ის სამყარო
აღარ
არსებობს“.რასმუსენმა
მოუწოდა ევროკავშირს,
„ფუნდამენტურად ხელახლა
გამოიგონოს თავისი
უსაფრთხოების ჩარჩო“.
გაჟღერებულ იდეებს
შორისაა საგარეო
პოლიტიკაში ვეტოს
გაუქმება, „ევროპის
უსაფრთხოების საბჭოს“
შექმნა (მაღალი დონის
ორგანო თავდაცვითი
გადაწყვეტილებებისთვის)
და ევროკომისიის
უფლებამოსილების
გაძლიერება. „რა თქმა უნდა,
თუ იტყვით, რომ რეფორმაა
საჭირო, ჩნდება კითხვა -
როგორ?“ - ამბობს ჟილ
პიტორსი, პოლიტოლოგიის
ლექტორი.„შეგიძლიათ,
მაგალითად, შემოიღოთ
კვალიფიციური
უმრავლესობით კენჭისყრა (QMV)
საგარეო პოლიტიკის
საკითხებზე. მაგრამ ეს
წარმოშობს უზარმაზარ
დემოკრატიულ პრობლემას“, -
აღნიშნა მან. მისივე თქმით,
ახალი ორგანოების შექმნა
ვერაფერს გადაწყვეტს: „თუ
მართლა გინდათ
ევროკავშირი უფრო სწრაფი
გახდეს, საუკეთესო გზა
კომისიის უფლებამოსილების
გაძლიერებაა“. თუმცა, წევრი
ქვეყნები სკეპტიკურად
უყურებენ აღმასრულებელი
ხელისუფლებისთვის ზედმეტი
ძალაუფლების გადაცემას.POLITICO
წერს, როდესაც ლიდერები ამ
კვირაში სამიტზე
შეიკრიბებიან, ერთი
შესამჩნევი დანაკლისი
იქნება: უნგრეთის
პრემიერ-მინისტრი ვიქტორ
ორბანი, რომელმაც ამ თვეში
არჩევნებში
გამანადგურებელი მარცხის
შემდეგ განაცხადა, რომ
შეხვედრას არ დაესწრებოდა.
ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით,
„კონსენსუსის ქრონიკული
ბლოკერის“ გარეშე საბჭომ,
შესაძლოა, უფრო სწრაფად
მიაღწიოს
კომპრომისებს.მაგრამ დრო
არ ითმენს. შეხვედრის დღის
წესრიგს კვლავ ომი და
გეოპოლიტიკა ჩაიგდებს
ხელში - აშშ-მა ჰორმუზის
სრუტე დაბლოკა მას შემდეგ,
რაც ვაშინგტონსა და
თეირანს შორის
მოლაპარაკებები ჩაიშალა,
გლობალური ენერგეტიკული
შოკის დასასრული კი არ
ჩანს.თუმცა, ერთი
თავისტკივილი მაინც
მოგვარდება: უკრაინა
საბოლოოდ მიიღებს თავის
90-მილიარდიან სესხს, ოთხი
თვის შემდეგ მას შემდეგ,
რაც ლიდერები ამაზე
პირველად დეკემბრის
სამიტზე შეთანხმდნენ.
მაგრამ ამ თვეების
განმავლობაში არსებული
ჩიხის მეხსიერება ასე
ადვილად არ
გაქრება.„უკრაინისა და
90-მილიარდიანი სესხის
გარშემო არსებული
გამოცდილება არის
მაგალითი იმისა, თუ
რამდენად ადვილად
შეიძლება გაიჭედოს
ევროკავშირი“, - თქვა
პიტორსმა.
1776927502