თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს, დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკის მთავრობის კანცელარიის შენობაში ხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში პარტნიორი ქვეყნების ელჩები ორშაბათს, 15 აპრილს მივიდნენ. შეხვედრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, ე. წ. რუსული კანონის საკითხი იქნება.