თბილისი (GBC) – აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩად რობინ დენიგანი ოფიციალურად დაამტკიცა.

დენიგანი კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა.

რობინ დენიგანი წლების განმავლობაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო ენერგეტიკული დიპლომატიის საკითხებში. კარიერული დიპლომატი ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, ევროპაში, დასავლეთ ევროპასა და აფრიკაში აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროს მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი.