თბილისი (GBC) - „რადიო თავისუფლების“ ევროპის ოფისის რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ "დასრულებულია! ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას".
მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი წავიდნენ.
„გადაწყვეტილება ძალაში შედის მარტის დასაწყისში“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.
Done! 🇪🇺 member states have voted in favour of suspending visa lib for 🇬🇪 diplomatic passport holders. only🇭🇺🇸🇰 against. enters into force in early March
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) February 11, 2026