თბილისი (GBC) – ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მხარდამჭერი და „რუსეთთან შემრიგებლური პოლიტიკის“ გამტარებელი ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აშშ სანქციებს ამხადებს, წერს გამოცემა Politico, რომელიც კონგრესში მომზადებულ კანონპროექტს გაეცნო.
კანონპროექტის თანახმად, „ქართული ოცნებიდან“ მაღალჩინოსნებს და ძალოვნებს, რომლების პროტესტს ახშობდნენ, ანგარიშების გაყინვა და აშშ–ის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა ემუქრებათ „რუსეთის ფედერაციის მიმართ შემრიგებლური პოლიტიკის“ გატარების გამო.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ თბილისმა „ღია იერიში მიიტანა აშშ–სა და სხვა დასავლურ ორგანიზაციებს, რომლებიც დემოკრატიის განვითარებაზე მუშაობენ და ამავე დროს ცდილობს ურთიერთობების გაფართოებას რუსეთთან და ჩინეთთან“.
გაზეთის მოლოდინით, კანონპროექტს დღეს, 20 მაისს წარადგენენ.