UGSPN: რუსეთის ეკონომიკაში არსებული ძირითადი ტრენდების შესახებ
"ამ ფონზე,
ენერგომატარებლების
ექსპორტზე დიდწილად
დამოკიდებული რუსეთის
ეკონომიკური მდგომარეობა,
რომელიც 2025 წლის
დასაწყისიდან ისედაც
ავლენდა ზრდის ტემპის
შენელებისა და სხვა
პრობლემების ნიშნებს,
განსაკუთრებული
დაკვირვების საგნად
გადაიქცა. შესაბამისად, ამ
თემაზე ბოლო დროს
გამოქვეყნებული მასალები
საკმაოდ საინტერესო
მიმოხილვის შესაძლებლობას
იძლევა.ქვემოთ მოყვანილი
მიმოხილვა, სხვადასხვა
საერთაშორისო გამოცემებში
გამოქვეყნებულ მასალებთან
ერთად ძირითადად ეყრდნობა
სტოკჰოლმის ეკონომიკის
სკოლასთან არსებული
სტოკჰოლმის გარდამავალი
პერიოდის ეკონომიკის
ინსტიტუტის კვლევას,
რომელიც აპრილის ბოლოს
გამოქვეყნდა და
შესაბამისად ერთ-ერთი
უახლესი დოკუმენტია,
რომელშიც სიღრმისეულად
არის შესწავლილი რუსეთის
ეკონომიკაში არსებული
ძირითადი
ტენდენციები.რუსეთში
არსებული ეკონომიკური
ტრენდების
მიმოხილვარუსეთის
ეკონომიკა ამ დროისთვის
კვლავ შედარებით
სტაბილურია, თუმცა იგი
მზარდ არასტაბილურობის
გზას ადგას. 2025 წლის
მაკროეკონომიკური
პროგნოზის თანახმად ზრდის
ტემპები შენელდება 2023 და 2024
წლებთან შედარებით და
ასევე გაიზრდება
მოწყვლადობა გრძელვადიან
პერსპექტივაში.ენერგორესურსების
ექსპორტიენერგორესურსების
ექსპორტიდან მიღებული
შემოსავლები კვლავ
საკვანძო მნიშვნელობისაა
ბიუჯეტისთვის, თუმცა მათი
ხვედრითი წილი შედარებით
შემცირებულია. ბოლო
ხანებში ნავთობზე ფასების
ვარდნის გამო სიტუაცია
უარესდება. კერძოდ,
ნავთობის და გაზის
ექსპორტისგან მიღებული
გადასახადი 12%-ით დაეცა
აპრილში, გასული წლის იმავე
პერიოდთან შედარებით, ამ
სფეროდან მიღებული
გადასახადების ვარდნა კი
უკვე სამი თვეა რაც
უწყვეტად გრძელდება. აქვე
საყურადღებოა, რომ
მსოფლიოს მსხვილი
ნავთობის კომპანიები ნედლ
ნავთობზე ფასის
გრძელვადიანი ვარდნისთვის
ემზადებიან. დღეისათვის
არსებული პროგნოზის
თანახმად, წელს ნავთობის
ფასი 65 აშშ დოლარის
ფარგლებში შენარჩუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ
რუსული ნავთობი
საერთაშორისო ბაზარზე იმ
მომენტში არსებულ
ნავთობის ფასზე მცირედით
იაფად იყიდება ეს
საპროგნოზო მაჩვენებელი
მაინც მისაღებია
რუსეთისთვის, თუმცა მაინც
დამატებითი სირთულეა
მოსკოვისთვის როგორც
ზოგადად და ისე მით უმეტეს
უკრაინაში წარმოებული
სამხედრო მოქმედებების
ფონზე.2025 წლის დასაწყისში
საზღვაო გადაზიდვებით
ექსპორტირებული
ნავთობისგან მიღებული
შემოსავლები შემცირდა. მათ
შორის, შემცირდა
ჩრდილოვანი ფლოტის
ხვედრითი წილი, მის
წინააღმდეგ სანქციების
შემოღების შემდეგ. უნდა
ითქვას, რომ რუსეთის
ჩრდილოვან ფლოტზე წნეხი
სულ უფრო იზრდება. მათ
შორის, სწორედ იგია
ევროკავშირის მიერ სულ
ახლა ხანს (20 მაისს)
მიღებული სანქციების
ახალი პაკეტის ერთ-ერთი
მთავარი სამიზნე.2025 წლის
დასაწყისში ასევე
შემცირდა რუსული Urals-ისა და
აღმოსავლეთ
ციმბირი-წყნარი ოკეანის (ESPO)
ნავთობსადენით გადაზიდული
ნავთობის ფასი. თუმცა,
გაიზარდა მილსადენით
გაზის მიწოდება ჩინეთში.
ჩინეთი რჩება საიმედო
პარტნიორად, თუმცა მასზე
გავლენას ახდენს
სხვადასხვა ფაქტორები, მათ
შორის ურთიერთობები
აშშ-სთან. ასე მაგალითად,
აშშ-სთან სავაჭრო ომის გამო
ჩინეთმა შედარებით
შეამცირა ქვანახშირისა და
ფოლადის შესყიდვა
რუსეთისგან.გაზრდილია
გათხევადებული ბუნებრივი
აირის (LNG) ექსპორტი
ევროკავშირში, რომელიც
რუსული LNG-ის უმსხვილეს
მყიდველად რჩება. კერძოდ,
უმსხვილესი იმპორტიორი
ქვეყნები საფრანგეთი და
ბელგია არიან, რომებიც
შემდგომ რუსული LNG-ის
უდიდესი ნაწილის
რეექსპორტს ევროკავშირის
სხვა ქვეყნებში ახდენენ.
მხოლოდ 2025 წელს,
ევროკავშირმა რუსეთისგან 6
მლნ. ტონა LNG შეიძინა, რომლის
ღირებულება 2.5 მლრდ. ევროს
აჭარბებს. ამჟამად
შემუშავების პროცესშია
გეგმა, რომლის თანახმად 2027
წლისთვის ევროკავშირი
საკანონმდებლო აქტით
აკრძალავს ყოველგვარი
გაზის იმპორტს
რუსეთიდან.მთლიანი შიდა
პროდუქტი და
ინფლაციაოფიციალური
მონაცემების თანახმად,
რუსეთის მთლიანი შიდა
პროდუქტი 2025 წელს 1-2%-ის
ფარგლებში უნდა გაიზარდოს.
თუმცა, მისი ზრდის მასშტაბი
2024 წლის შემოდგომიდან
მოყოლებული
მცირდება.ოფიციალური
მონაცემები, რომლის
თანახმადაც რუსეთში
ინფლაცია 9-10%-ის ფარგლებში
მერყეობს საეჭვოა.
დამოუკიდებელი
შეფასებების მიხედვით, იგი
ორჯერ უფრო მაღალია და
შესაბამისად 20%-ს აღწევს.
თუმცა, საკმაოდ ხისტი
მონეტარული პოლიტიკის
მეშვეობით, რომლის
ფარგლებში რუსეთის
ცენტრალურმა ბანკმა
საპროცენტო განაკვეთი 2023
წლის ივლისში არსებული
7.5%-დან 2024 წლის ოქტომბერში
21%-მდე გაზარდა, სიტუაცია
მაინც კონტროლს
ექვემდებარება. მაგრამ
მაღალი ინფლაციის,
საცხოვრებელ სახლებზე
ფასების ზრდის, საკრედიტო
ექსპანსიისა და მაღალი
სადეპოზიტო განაკვეთების
გამო იზრდება საბანკო
კრიზისის წარმოქმნის
რისკები.უკრაინაში შეჭრის
შემდეგ რუსეთის ბიუჯეტი
დეფიციტური გახდა, რომლის
მოცულობა 2022 წელს 33 მლრდ. აშშ
დოლარს, 2023 წელს 32 მლრდ. აშშ
დოლარს და 2024 წელს 34 მლრდ. აშშ
დოლარს (მშპ-ს 1.7%) შეადგენდა.
მართალია დეფიციტის
მასშტაბი დიდი არ არის,
მაგრამ მთავრობა გადაერთო
სახელმწიფო ფონდების
თანხებსა და რეზერვებზე,
ასევე შიდა ვალზე, რათა
მზარდი ხარჯები დაფაროს.
ბოლო ხანებში ნავთობზე
ფასების ვარდნის გამო
საბიუჯეტო შემოსავლების
თვალსაზრისით სიტუაცია
გართულდა. კერძოდ, Bloomberg-ის
გაანგარიშებით პირველი 4
თვის მანძილზე ბიუჯეტის
დეფიციტმა 3.2 ტრილიონ რუსულ
რუბლს მიაღწია (დაახლოებით
40 მლრდ. აშშ დოლარი), რაც
გასული წლის იგივე
პერიოდის მაჩვენებელზე
სამჯერ მეტია.ოფიციალური
მონაცემებით ბიუჯეტის
დეფიციტის სამიზნე
მაჩვენებელი მთლიანი შიდა
პროდუქტის (მშპ) მხოლოდ 0.5%
შეადგენდა (13.7 მლრდ აშშ
დოლარი). მაგრამ ნავთობზე
ფასების ვარდნის გამო
რუსეთის ფინანსთა
სამინისტრომ დეფიციტის
საპროგნოზო მაჩვენებელი
გაასამმაგა – 1.7% მშპ-სთან
მიმართებაში, ხოლო
ძირითადი საექსპორტო
ნავთობის (Urals) გასაყიდი
ფასის პროგნოზი 70 აშშ
დოლარიდან 56 აშშ დოლარამდე
დაწია.
გასათვალისწინებელია, რომ
ნავთობის ფასის 1 აშშ
დოლარით შემცირება
ნავთობისგან მიღებული
შემოსავლების 2.3 მლრდ აშშ
დოლარით შემცირების
ექვივალენტურია
(მიმდინარე კურსის
მიხედვით RUB-USD).სამხედრო
ეკონომიკასამხედრო
ხარჯები 2021 წელს 65.9 მლრდ. აშშ
დოლარიდან 149 მლრდ. აშშ
დოლარამდე 2024 წელს (ორჯერ და
მეტად) გაიზარდა. ზრდა
წელსაც გრძელდება. კერძოდ,
სამხედრო ხარჯები 2025 წელს
ბიუჯეტის 32.5%-ს შეადგენს და
საგრძნობლად აჭარბებს
სხვა სახელმწიფო ხარჯებს.
ეროვნული კეთილდღეობის
ფონდი ომის დაფინანსების
მნიშვნელოვან წყაროდ
გადაიქცა. ფონდის
ლიკვიდური აქტივები (იუანი
და ოქრო) არსებითად
შემცირდა. ასე მაგალითად,
ოქროს რეზერვი 2023 წელს 500
ტონაზე მეტი იყო 2025 წლის
დასაწყისისთვის კი 164
ტონამდე ჩამოვიდა. ფონდის
ლიკვიდური ნაწილი ამჟამად
მთლიანი შიდა პროდუქტის
3%-ზე ნაკლებს
შეადგენს.სამხედრო
ინდუსტრიული კომპლექსი
სწრაფად გაიზარდა და
რუსეთის ეკონომიკის
ხერხემლად გადაიქცა.
წამყვანმა სახელმწიფო
კომპანიებმა, როგორიც Rostec და
Almaz-Antey-ია სანქციების
მიუხედავად წარმოება
მნიშვნელოვნად გაზარდეს.
თუმცა, ასეთი ზრდა
მოწყვლადია ფინანსურადაც
და ტექნოლოგიურადაც.
დაფინანსება უმეტესწილად
პირდაპირ ფედერალური
ბიუჯეტიდან, ხშირად
გასაიდუმლოებული ან
გაუმჭვირვალე საბიუჯეტო
მუხლებიდან ხდება, ხოლო
სახელმწიფო ბანკები
თანხების გამოყოფენ
პრეფერენციული პირობებით.
ალტერნატიული
დაფინანსების წყაროების
არარსებობა, რასაც ხელს
უწყობს შეიარაღების
ექსპორტის მკვეთრი ვარდნა,
ამ სექტორს მოწყვლადს ხდის
ნავთობის ფასების
ვარდნისგან გამოწვეული
შოკის, სანქციების
გამკაცრების ან ზოგადი
რეცესიის მიმართ.მაღალმა
საპროცენტო განაკვეთმა და
რესურსების
გადამისამართებამ საკმაოდ
ნეგატიურად იმოქმედა
ეკონომიკის სხვა
(არასამხედრო) სექტორების
უმეტესობაზე. ზოგიერთ
სექტორზე ასევე გავლენა
მოახდინა მაღალმა
გადასახადებმა და
მოთხოვნის შემცირებამ ან
ხელისუფლების პოლიტიკის
ცვლილებამ იპოთეკის
სუბსიდირების თაობაზე.
ნიშანდობლივია, რომ
რუსეთის სამთავრობო
სინკ-ტენკის –
მოკლევადიანი
პროგნოზირებისა და
მაკროეკონომიკური
ანალიზის ცენტრის
დასკვნის თანახმად, თუ
წარმოების დინამიკას
გაანალიზდება იმ
სექტორების გარეშე,
რომლებშიც
თავდაცვა/სამხედრო სფერო
დომინირებს, მაშინ
შეიძლება ითქვას, რომ
რეცესია სახეზეა;მსხვილი
კომპანიების, როგორიცაა
Gazprom, Gazprom Neft, Rosneft, and Lukoi სუფთა
მოგება მკვეთრად შემცირდა,
რაც აისახა წარმოების
შემცირებაში, სანქციებით
გამოწვეულ ფასდაკლებებსა
და საგადასახადო
პოლიტიკის შეცვლაში. ამ
კომპანიებს ნავთობზე
ფასების დაცემა
მნიშვნელოვან სირთულეებს
შეუქმნის თუ ეს პროცესი
დიდხანს
გაგრძელდა.დასკვნაგარეგნული
სტაბილურობის მიუხედავად,
საერთაშორისო სანქციების
გამო რუსეთის ეკონომიკაში
სირთულეები სახეზეა, თუმცა
მათ მენეჯმენტს მთავრობა
უმეტესად წარმატებით
ახერხებდა. ნავთობზე
ფასების ვარდნა ახალი
გარემოებაა რუსეთისთვის,
რომელსაც პოტენციურად
სირთულეების შექმნა
შეუძლია, იმ შემთხვევაში თუ
დაბალი ფასები დროში
შენარჩუნდება.
საერთაშორისო სანქციები
ნებისმიერ შემთხვევაში
მნიშვნელოვანი იარაღია
რუსეთის წინააღმდეგ.
ამიტომაც მოსკოვისთვის
ვაშინგტონთან უკრაინის
თემაზე მოლაპარაკებების
პროცესში რუსეთზე
დაწესებული სანქციების
მოხსნა, როგორც ჩანს
ერთ-ერთი პრიორიტეტული
საკითხია.ასეთ ვითარებაში
რა თქმა უნდა
მნიშვნელოვანია თუ როგორი
იქნება პრეზიდენტ ტრამპის
ადმინისტრაციის პოზიცია.
ამ თემაზე კითხვის ნიშნები
არსებობს, როგორც აშშ-ს
ევროპელ მოკავშირეებში
ისე უშუალოდ აშშ-იც. ამას
ადასტურებს თუნდაც
სანქციების საკითხზე
ყურადღების გამახვილების
პოლიტიკური კონტექსტი ამ
დღეებში აშშ-ის სენატში
გამართულ სახელმწიფო
მდივან მარკო რუბიოს
მოსმენისას. ერთი რამ
ცხადია, რომ მოსკოვისთვის
სასურველი სცენარის
შემთხვევაშიც ნაკლებად
მოსალოდნელია აშშ-ის
მხრიდან სანქციების
უპირობოდ მოხსნა. უფრო
მეტად დასაშვებია მათი
გარკვეულწილად
შემსუბუქება. რაც შეეხება
საერთაშორისო სანქციების
სრულად მოხსნას ეს ცხადია
იქნება სამშვიდობო
შეთანხმების ნაწილი
რუსეთის მხრიდან, თუმცა
ამისთვის მოსკოვი
გარკვეულ კომპრომისზე
მაინც უნდა წავიდეს
უკრაინასთან, რის
ნიშნებსაც იგი ჯერ ჯერობით
არ ავლენს", - ვკითხულობთ
UGSPN-ის ბლოგში.
1748003884