თბილისი (GBC) - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ახალ უფროსს, მამუკა მდინარაძეს 4 ახალი მოადგილე ჰყავს.

მდინარაძის პირველ მოადგილედ ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა. მამუკა მდინარაძის მოადგილეები კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე და სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი იქნებიან.

ოთხშაბათს, მდინარაძემ განაცხადა, რომ სუსში თავისი გუნდით მივიდოდა.

მამუკამ მდინარაძემ 3 სექტემბერს სუსის უფროსის პოსტზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 4 აპრილიდან ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ პოსტზე მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

მამუკა მდინარაძე 2016 წლიდან „ქართული ოცნების” წევრია და პარლამენტის დეპუტატი იყო.