თბილისი (GBC) - სტუ თსუ-ს აღარ შეუერთდება. ტექნიკური უნივერსიტეტი ფუნქციონირებას განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის წლებამდე პერიოდის მოდელით და მხოლოდ ოთხმოცდაათიან წლებამდე არსებულ ფაკულტეტებს შეინარჩუნებს.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტების აკადემიური კორპუსის მხარდაჭერა განათლების რეფორმისადმი მისთვის მნიშვნელოვანია და მოხარულია რომ სამთავრობო კონცეფციით გათვალისწინებულმა რეფორმამ მხარდაჭერა მიიღო.
მისი თქმით, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელობა რეფორმის დანარჩენ მიმართულებებს მხარს უჭერს, მათ შორისაა 1 ქალაქი - 1 ფაკულტეტი, საკადრო პოლიტიკის ცვლილება, დაფინანსების ახალი მოდელის შემოღება...
სტუ-ში გაუქმებული არატექნიკური დისციპლინები 2 წლის განმავლობაში მილევად რეჟიმში დარჩება. შესაბამისად ამ წლიდანვე ახალი ნაკადი აღარ მიიღება.