თბილისი (GBC) – იაპონიის პრემიერ–მინისტრი კისიდა ფუმიო უკრაინაში დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ გამოცემა NHK WORLD-JAPAN წერს.

ვიზიტის ფარგლებში კისიდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს.

უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან იაპონიის ლიდერი პირველად იმყოფება კიევში.