თბილისი (GBC) – რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტს სამხედრო ტექნოლოგიების ინჟინრებმა სხვადასხვა ბუნკერები, მათ შორის მობილური, რეტრანსლატორი დრონები და ფარი წარუდგინეს. ეს უკანასკნელი, მათი მტკიცებით, რუს სამხედროებს სატელიტებისგან დაიცავს და უხილავს გახდის. RBC-ს ცნობით, ინჟინრებმა ამ ტექნოლოგიების უკრაინაში გაგზავნაში დახმარება დეპუტატებს სთხოვეს. 

რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების სამმართველოს სამეცნიერო–ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი ეგოროვმა თქვა, რომ ახალი ტექნოლოგიების შემქმნელებს შეძლებისდაგვარად დაეხმარება ამ მოწყობილობების ფრონტზე გაგზავნაში.