GBC გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
GBC გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ სულის სიმტკიცეს, სიყვარულს, თავისუფლებას და წარმატებებს!
GBC გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
GBC გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ სულის სიმტკიცეს, სიყვარულს, თავისუფლებას და წარმატებებს!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
კერძოდ, Student Card-ის მფლობელები 50% იანი შეღავათით ისარგებლებენ. sCool Card-ის გამოყენებისას კი მგზავრობა სრულიად უფასოა.ვინ შეძლებს ისარგებლოს შეღავათით:● ნებისმიერი სტუდენტი თუ მოსწავლე, რომელსაც აქვს საქართველოს ბანკის ბარათი და შესაბამისი აქტიური სტატუსი, სატრანსპორტო შეღავათით სარგებლობას ავტომატურად შეძლებს;● ქუთაისის უმაღლეს სასწავლებელში წელს ჩარიცხული სტუდენტები შეღავათიანი ტარიფის გამოყენებას სტუდენტური სტატუსის გააქტიურების შემდეგ შეძლებენ;● მუნიციპალიტეტისგან შეღავათით მოსარგებლე პირები ასევე ისარგებლებენ შეღავათიანი ტარიფით, რომელიც მათ საქართველოს ბანკის საბანკო ბარათებზე ავტომატურად გაუაქტიურდებათ.საბანკო ბარათის გარდა, მგზავრობის საფასურის გადახდა სამგზავრო ბარათითაც შეგიძლიათ, რომელზეც ასევე შეძლებთ გაიაქტიუროთ სამგზავრო შეღავათი;როგორ შეუკვეთო საქართველოს ბანკის ბარათი?თუ ჯერ არ გაქვთ, საქართველოს ბანკის ბარათის შეკვეთა რამდენიმე წამში, სახლიდან გაუსვლელად მობილბანკით შეგიძლიათ.დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (0 32) 2 444 444 ან გვეწვიოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში.®
1788871716
აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების პრევენციას, ეკოსისტემისადმი ნდობის გაძლიერებასა და სექტორის მდგრად განვითარებას.ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩო, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და რომლის შემუშავებისას გათვალისწინებულია ეკოსისტემის მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირიც, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისთვის დამატებით მარეგულირებელ მოთხოვნებს ადგენს.წესში რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის ფარგლებში, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა განისაზღვრა საქმიანობის კონკრეტული ტიპის მიხედვით. კერძოდ:კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლის (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ან/და გადაცემის მომსახურების შემთხვევაში - არანაკლებ 150 000 ლარი;სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირების მომსახურების შემთხვევაში - არანაკლებ 350 000 ლარი;ყველა სხვა მომსახურების შემთხვევაში (გარდა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზებისა) - არანაკლებ 250 000 ლარი.სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების შემთხვევაში, „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესით“ საზედამხედველო კაპიტალი განისაზღვრება არანაკლებ 500 000 ლარის ოდენობით და იზრდება სარეზერვო აქტივების მოცულობის ზრდასთან ერთად. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ პროვაიდერი ერთზე მეტი ვირტუალური აქტივის მომსახურებას ახორციელებს, ის ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურებებისთვის განსაზღვრული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალიდან ყველაზე მაღალი ოდენობის კაპიტალი.ამასთან, რეგისტრაციის და რეგულირების წესს დაემატა რისკების მართვის ჩარჩოს მარეგულირებელი მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს საოპერაციო რისკების შეფასებასა და კონტროლს, კიბერუსაფრთხოებას, საოპერაციო პროცესების მართვისა და ბიზნეს უწყვეტობის გეგმას.ასევე განისაზღვრა სარეგისტრაციო მოთხოვნები იმ პროვაიდერებისთვის, რომლებიც გეგმავენ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების მომსახურების განხორციელებას. მათ შორის, მოთხოვნები კორპორაციულ მართვასთან, საზედამხედველო კაპიტალსა და შეთავაზების დოკუმენტთან მიმართებით.განახლებული რეგისტრაციის და რეგულირების წესის თანახმად, ეროვნული ბანკის მიერ პროვაიდერის რეგისტრაციის შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მკაფიოდ მიეთითება ვირტუალური აქტივის მომსახურების ის კონკრეტული სახეობა, რომლის განხორციელების უფლებაც მიენიჭა სუბიექტს. შესაბამისად, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს საჯაროდ ხელმისაწვდომი რეესტრის განახლებას თითოეული პროვაიდერის საქმიანობის სახეობის მითითებით.ცვლილებით დადგენილი დამატებითი მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს შესაბამისობისთვის დამატებითი დრო მიეცათ. კერძოდ, რისკების მართვის ჩარჩოს მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის განისაზღვრა 2027 წლის 1 ივლისი, ხოლო მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის - 2027 წლის პირველი სექტემბერი.
1788867716
თითოეული ცეკვა საკუთარ თავში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიასა და ხასიათს აერთიანებს, ახლა კი კამპანიის ფარგლებში, ეს ისტორიები ქუთაისის სცენაზე ცოცხლდება.სუხიშვილების რეპერტუარი ტრადიციისა და თანამედროვეობის უნიკალური სინთეზია. თითოეული დადგმა თავისი რიტმით, მუხტითა და განწყობით ერთი კუთხის ამბავს ჰყვება.ისინი მთაში იბადებიან, ზღვის ნაპირზე გრძელდებიან, შრომაში, ზეიმში, ყოველდღიურობაში ყალიბდებიან და შემდეგ სცენაზე გადადიან. ამიტომაც, როდესაც სუხიშვილები ცეკვავენ, მაყურებელი მხოლოდ ქორეოგრაფიას არ უყურებს – ის ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობას ხედავს.სწორედ ამ იდეას ეფუძნება საქართველოს ბანკის კამპანია “საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება”, რომლის ფარგლებშიც სუხიშვილები საქართველოს რეგიონებს უბრუნდებიან.საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება - და სცენა, რომელიც მთელ საქართველოს ეკუთვნის.(R)
1788863376
8 სექტემბრიდან, თიბისის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს, გარდა მოსწავლის და ბიზნეს ბარათებისა, ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდისას თანხის 50%, ქეშბექის სახით, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაუბრუნდებათ. ქეშბექ შეთავაზებით მომხმარებლები ულიმიტოდ ისარგებლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრობის საფასურის 50% ყოველი გადახდისას დაუბრუნდებათ.შეთავაზება მიზნად ისახავს ქუთაისის ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შექმნას. ქეშბექის დეტალური პირობებისთვის, ეწვიეთ ბმულს.აიღეთ თიბისი ბარათები მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან და ისარგებლეთ მუდმივად თქვენზე მორგებული შეთავაზებებით. (R)
1788863156
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში 5 კომპანიაში 15 შემოწმება განხორციელდა, რომლის მიზანი საწარმოებში ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება იყო. აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ეტაპზე კონტროლი რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა: საინსპექციო კონტროლი: 44 კომპანიაში ჩატარდა 213 ინსპექტირება სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ლოტების გადასამოწმებლად. აღებული 557 ნიმუშიდან შეუსაბამობა 4 კომპანიის 9 ნიმუშში გამოვლინდა. გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი): საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების (Bureau Veritas და SGS) მიერ 66 კომპანიის პროდუქცია შემოწმდა. აღებული 273 ნიმუშიდან შეუსაბამობა 8 კომპანიის 12 ნიმუშში დაფიქსირდა. ჩატარებული კონტროლის შედეგად, ჯამში 10 კომპანიის 19 ნიმუშთან დაკავშირებით 17 ჯარიმა გამოიწერა.„დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობამ 25 000 ლარი შეადგინა. ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს. გასულ წლებთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს“, - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
1788861563
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა ყველა მომხმარებლისთვის თანაბარი და სამართლიანი პირობების უზრუნველყოფას, სისტემაში არსებული დაურეგისტრირებელი ობიექტების იდენტიფიცირებასა და მოწესრიგებას.მონაცემთა დამუშავების პროცესში გამოვლინდა ტექნიკური და სისტემური ხარვეზები, რის შედეგადაც დაფიქსირდა ცდომილებები და რიგ აბონენტებს არასწორად დაერიცხათ დავალიანება.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აღიარებს დაშვებულ შეცდომას, მუშაობს ხარვეზის გამოსასწორებლად და ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი ვითარებისთვის.კომპანიის შესაბამისი სამსახურები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული აბონენტის შემთხვევას. მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ, ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით 10 სექტემბერს, დღის ბოლომდე მიეწოდებათ და არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბონენტებს შეუძლიათ მიმართონ ჯივიპის ცხელ ხაზსა და სერვის ცენტრებს.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" უზრუნველყოფს თითოეული საკითხის ინდივიდუალურ, ოპერატიულ განხილვასა და დარიცხული თანხის დაკორექტირებას.(R)
1788859654
გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ. მან ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და მონაწილეებს საარჩევნო პროცესის ძირითადი ეტაპები გააცნო. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის გავლენაზე საზოგადოებასა და საარჩევნო პროცესზე და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია.გიორგი შარაბიძემ მოხალისეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ, ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.შეხვედრების მიმდინარეობისას ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.საარჩევნო ადმინისტრაციამ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში შეხვედრა მეორედ გამართა. საინფორმაციო შეხვედრები ასევე დაგეგმილია ცენტრის მომდევნო ნაკადების მოხალისეებთან.
1788856925
კამპანიის განმავლობაში, მომხმარებლებს მობაილბანკში სხვადასხვა მარტივი ქმედების შესრულებით მონეტების დაგროვება და ფულადი პრიზების მოგება შეეძლოთ. მოთამაშეები ოთხ საგვარეულოში იყვნენ გადანაწილებული და ფინალში გადასასვლელად გუნდურად აგროვებდნენ ქულებს. საბოლოოდ, ფინალში ხარჯიანების საგვარეულო გადავიდა, რომლის წევრებმაც საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს.„საგანძურის მარათონის“ მთავარი შედეგები ასეთია: თამაშში 500,000-მდე მომხმარებელი ჩაერთო; 400-მდე მომხმარებელი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა; მონაწილეებს შორის, ჯამში 250,000 ლარის საპრიზო ფონდი განაწილდა. „საგანძურის მარათონის“ იდეა მხოლოდ თამაშში გამარჯვებასა და პრიზების მოგებას არ უკავშირდებოდა. მობაილბანკის გუნდისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო სერვისებთან ერთად, მომხმარებლებს განსხვავებული და საინტერესო ციფრული გამოცდილებებიც შესთავაზოს.სწორედ ამიტომ, მობაილბანკის ყოველდღიურ საბანკო აქტივობებს თამაშის ელემენტები დაემატა - რუტინული მოქმედებები კი, შესაძლებლობად იქცა, რომ მომხმარებლებს მობილბანკით სარგებლობისას ახალი და სახალისო გამოცდილება მიეღოთ.„საგანძურის მარათონმა“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყოველდღიური საბანკო გამოცდილება მხოლოდ ტრანზაქციებსა და სერვისებს არ გულისხმობს. თიბისის მობაილბანკი ამ გამოცდილების გამრავალფეროვნებას მომავალშიც გააგრძელებს - ახალი შესაძლებლობებით, თამაშის ელემენტებითა და იდეებით, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურობას უფრო მარტივსა და საინტერესოს გახდის.(R)
1788853400
აშშ-მა G20-ის შეხვედრაზე რუსეთი მიიწვია - ევროპელი ლიდერები ბოიკოტს აც...
1788243481
სები 60 წელს გადაცილებულთა საბანკო ოპერაციის დაპაუზებას განმარტავს
1788258523
ბაზისბანკმა მოგება 41%-ით გაზარდა - რეიტინგი
1787754960
ქართული ჰოლდინგი ყაზახეთსა და უზბეკეთში მსხვილი ბანკების შეძენას განიხ...
1788179696
მოსახლეობის 89.6% ინტერნეტს იყენებს, 93.3% კი მობილურ ტელეფონს ფლობს
1788333288