თბილისი (GBC) – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სოფელ დიღომში წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა.
რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით შეიცვალა 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. აღნიშნული ქსელი სოფელ დიღომში ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურიდან, ფიროსმანის, რუსთაველის, დავით გურამიშვილის, აკაკი წერეთლის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და დიდგორის IV შესახვევის გავლით დიდგორის ქუჩაზე არსებულ რეზერვუარამდე მონაკვეთს მოიცავს.
რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე და კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური დირექტორი, გიგა ნადირაძე.
სარეაბილიტაციო პროექტი კომპანიამ 2025 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე მიმდინარე წლის მაისში დაასრულებს, რაშიც კომპანია 3.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
აღნიშნული პროექტის შედეგად, სოფელ დიღომში მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.
(R)