რეჟიმი სრულდება - ბოკუჩავა
ბოკუჩავას თქმით,
მომიტინგეებზე ფიზიკური
ანგარიშსწორება თუ
ნებისმიერი ტიპის
ფსიქოლოგიური ზეწოლა, არის
უმძიმესი დანაშაული,
რომელიც ირღვევა, მათ შორის
საერთაშორისო
კონვენციებით.„თითქმის
ორკვირიანი რეპრესიების
შედეგად, ივანიშვილის
რუსულ რეჟიმს დაკავებული
ჰყავდა და ჰყავს 500-მდე
ადამიანი, ძირითადად
ახალგაზრდები, თუმცა
დაკავებულთა ასაკი
მერყეობდა 14-დან 60
წლამდე.ივანიშვილის
რუსული რეჟიმი ამითაც
ძალიან დაემსგავსა
პუტინის რეჟიმს, რომ
მცირეწლოვან ბავშვებს
აკავებდა, რიგ
შემთხვევებში, საკუთარი
დედების წინ. უკანონოდ
დაკავებულთა შორის ასევე
არიან „ნაციონალური
მოძრაობის“ ახალგაზრდული
ორგანიზაციის წევრები –
საბა ბირკაია, ვახო
გაგნიძე, ირაკლი არდია,
რომლებიც რუსულმა ომონმა
მხოლოდ იმიტომ დააკავა
უკანონოდ, რომ ძალიან მძიმე
დარბევის ღამის შემდეგ
ჩვენს ახალგაზრდულ ოფისში
ეძინათ.საზოგადოებამ ნახა,
რუსული ომონის მხრიდან
როგორ მოხდა უკანონოდ
თეთრი ტომრებით თითქოს და
მტკიცებულებების შეტანა,
რათა შემდგომ ივანიშვილმა
მოახდინოს
მტკიცებულებების
ფალსიფიკაცია და
საზოგადოებას დააჯეროს,
რომ პოლიციის შენობიდან 10
მეტრის მოშორებით, ოფისში,
სადაც ბავშვებს ეძინათ,
ვითომ რაიმე უკანონო
საგნები იყო განთავსებული.
ამ ორი კვირის
განმავლობაში კიდევ
ერთხელ დავრწმუნდი, რომ
რუსი ივანიშვილი საერთოდ
არ იცნობს საკუთარ ხალხს და
არ ესმის, რომ ქართული
საზოგადოება არ დაიჯერებს
ამ რუსული ტიპის
ფალსიფიკაციას,
ფაბრიკაციას და
პროპაგანდას.
ახალგაზრდები
გადმოიყვანეს ზესტაფონის
იზოლატორში, რათა ჩვენმა
იურისტმა მათთან
რეგულარულად კომუნიკაცია
ვერ შეძლოს და ვიცით, რომ
არის მცდელობა მათზე
ერთგვარი ფსიქოლოგიური
ზეწოლის.გვინდა,
გავაფრთხილოთ რეჟიმის
თითოეული მსახური, რომ
ამგვარი მოქმედებები,
იქნება ეს ფიზიკური
ანგარიშსწორება
მომიტინგეებზე, რასაც
ადგილი ჰქონდა და
უმეტესობას აქვს მძიმე
დაზიანებები თავის, სახის
არეში, ასევე ნებისმიერი
ტიპის ფსიქოლოგიური
ზეწოლა არის უმძიმესი
დანაშაული, რომელიც
ირღვევა არა მხოლოდ
საქართველოს
კანონმდებლობით, არამედ
საერთაშორისო
კონვენციებით. რეჟიმი
სრულდება, ძალიან ცოტა დრო
აქვს ივანიშვილის რუსულ
რეჟიმს და კარგად უნდა
ესმოდეს თითოეულ ადამიანს,
იქნება ეს ზესტაფონის
წინასწარი დაკავების
იზოლატორის
თანამშრომლები, რუსული
ომონის წევრები, რომლებიც
თბილისში არბევენ,
აკავებენ, შეურაცხყოფენ
მომიტინგეებს, ყველას
მოუწევს, აგოს პასუხი
კანონის სრული სიმკაცრით“,
– განაცხადა თინა
ბოკუჩავამ.
1733748630