თბილისი (GBC) - კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, რომ გასულ წელს, კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის ნახევარი მილიარდი - 499 573 882 ლარი შევიდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 65 274 127 მილიონი ლარით მეტია.

აღნიშნული თანხიდან, მაუწყებლების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ 56 048 528 ლარი შეადგინა, ხოლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირების მიერ შეტანილმა თანხამ - 441 467 364 ლარი. რაც შეეხება ლიცენზირებიდან მიღებულ შემოსავალს, 2023 წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სულ - 2 011 060 ლარი შევიდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმების სახით კი, გასულ წელს ბიუჯეტში 46 930 ლარი ჩაირიცხა.